yandex
2 ნოემბერი - წმ. ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღე
 
 
 

2 ნოემბერი - წმ. ღირსი მამა გაბრიელის
აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე

2015 წ. 2 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღნიშნა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენება. სამთავროს დედათა მონასტერში წირვა აღავლინა აგარაკ-წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა. მეუფე გრიგოლის წინამძღვრობით წმინდა გაბრიელის სახლში მიაბრძანეს სპეციალურად ამ დღისათვის დაწერილი წმინდა გაბრიელის ხატი და სალიტანიო ანჩისხატი, რის შემდეგაც მომლოცველებთან ერთად მსვლელობა გაიმართა წმ. მამა გაბრიელის სახელობის მოედანზე, სადაც 2014 წლის 2 ნოემბერს საფუძველი ჩაეყარა წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესიას. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე, ნავთლუღი-ისანის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი და ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის ორგანიზებით, წმიდა ბერის, გაბრიელ სალოსის ხსნების დღესთან დაკავშირებით, ნავთლუღში წმინდანის სახელობის მოედნის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. წმინდანის სახელობის მშენებარე ტაძრამდე მოეწყო მსვლელობა, ჩატარდა ლოცვა და დაბრძანდა წმიდა ბერის ახლად დაწერილი ხატი. მსვლელობაში საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ზურაბ ნეფარიძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, რაიონების გამგებლები, სასულიერო პირები და მოსახლეობა მონაწილეობდა. წმ. გაბრიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ისანში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც გაიმართა.






ხატმწერი: გიორგი ეგნატაშვილი
ხატწერის სახელოსნო ”მროველი”
ტელ.: 599 31 62 27



საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"