|
||
|
||
წმ.გაბრიელ ბერი მრავალ მორწმუნეს შეეწევა საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამის დასტურია მრავალი ეროვნების ადამიანთა მიერ სიყვარულით და მადლიერებით მოწერილი წერილები, რომლებშიც აღწერენ მათ მძიმე განსაცდელებს და შემდგომ, კურნებისა თუ შემწეობის საოცარ ფაქტებს. თავის მიწიერ ცხოვრებაში, წმ. მამა გაბრიელმა უამრავი განსაცდელი დაითმინა უფლისა და მოყვასისთვის, და მრავალი მადლისმიერი ნიჭი მიიღო.
გადაიტანა: შიმშილი, უსახლკარობა, საპყრობილე, წამება, ფსიქიატრიული საავადმყოფო, ცილისწამება, სასტიკი ცემა, დევნა, ავადმყოფობა, დაცინვა და სხვა. ყოველივე ამას წმ. მამა გაბრიელი ითმენდა ღვთის სადიდებლად. ამდენად, წმ. მამა გაბრიელს ღვთისგან მიენიჭა განსაკუთრებული მადლმოსილება და მეოხება ხორციელ ავადმყოფებზე, სულიერ ავადმყოფებზე, პატიმრებზე, მძიმე განსაცდელში მყოფ ადამიანებზე. აგრეთვე სიყვარულის, ნუგეშინისცემის, სარწმუნოებრივი სიმტკიცის ნიჭები და ბოლოჟამისეული გონიერება.
გამოქვეყნებული წერილები მხოლოდ ნაწილია იმ სასწაულებისა, რაც აღესრულა ბოლო წლების განმავლობაში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს მიღმა. ჭეშმარიტ რწმენას არ აქვს საზღვარი. გულისმიერი ლოცვა-ვედრება შეისმინება ყოვლადმოწყალე უფლის მიერ ნებისმიერ მდგომარეობაში და ადგილზე მყოფ ადამიანთაგან. წმ. გაბრიელ ბერო, აღმსარებელო და სალოსო, კვლავაც ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. [ 1 ]
მკვდარი გამაცოცხლა
ეს წერილი ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა მომწერა სამი წლის წინ, 26 აგვისტოს, მამა გაბრიელის დაბადების დღეს, და მისი ნებართვით მსურს თქვენც გაგაცნოთ: "კახა, გამარჯობა, გილოცავ დღევანდელ დღეს. ვიფიქრე, შენც უნდა გცოდნოდა ამბავი, რომელიც მე შემემთხვა და თითქმის მთელმა საბურთალომ იცის, რომელსაც ათეულობით თვითმხილველი ჰყავს. მეღიმება ხოლმე, როდესაც გავიგებ ნაამბობს იმაზე, თუ როგორ განიკურნა ვინმე მამა გაბრიელის ზეთით თუ საფლავზე ლოცვით არასასურველი მეჭეჭისა თუ წელის ტკივილისგან, და აი, რატომ: ეს მოხდა 1998 წლის 14 ოქტომბერს (სვეტიცხოვლობას). მაშინ მე ბ-ის ქუჩაზე ვცხოვრობდი. კარგად მოგეხსენებათ 90-იანელთა მძიმე და სამწუხარო მდგომარეობა. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, ყველა "სიკეთესთან" ერთად ნარკომანიც ვიყავი, და არც ისე დაბალი "რანგის". მეგობარმა ცოლ-შვილთან ერთად გამომიარა და წავედით მცხეთობაზე (მაშინ ჩვენთვის სვეტიცხოვლობა არ არსებობდა), რომ იტყვიან, კაი "გაჩხერილები" (ჰეროინი). იქ კონცერტი, სახინკლე... წამოსვლისას თამრიკომ, მეგობრის მეუღლემ - აქ ერთი ბერის საფლავია და იქნებ ჩვენც შეგვევლოო. ძალისძალად წავყევით, მაგრამ გარეთ დაველოდეთ. ერთი კი მივაძახე ირონიულად, - ჩემთვის სანთელი დაანთე და სთხოვე, გადამარჩინოს-მეთქი. საღამოს შინ ჩაის ვსვამდი, მოვიდა ერთი უბნელი ბიჭი, ორჯონიკიძეში დადიოდა ხოლმე რაღაც საქონელზე. აი, რა დავითრიეო და მომიტანა, როგორც "სპეციალისტს", უმაღლესი ხარისხის ჰეროინი. ისედაც მაგრად ვიყავი, მაგრამ ხომ უნდა გამესინჯა... აღარაფერი მახსოვს, როგორ გამომათრიეს სამზარეულოდან.... შინ მხოლოდ ჩემი დედ-მამა იყო. დაურეკეს ერთ სასწრაფოს, ვერაფერი გააწყვეს. მოვიდა მეორე, მესამე, სულ ოთხი ბრიგადა. სახლთან ესკორტი დადგა. მოვარდა ჩემი ძმაც, ნათესავები. იყო ერთი წივილ-კივილი. თან საქმე ისაა, რომ ყოველი სასწრაფოს ბრიგადა მოსვლისთანავე 5 მილიგრამიან 'ნარკანს მიკეთებდა (სულ 20 გამიკეთეს!). ვისაც მედიცინა ესმის, იცის, ეს მკვდარსაც გააცოცხლებდა. შემდეგ - ადრენალინი გულში, დენი, მაგრამ არაფერი. 45 წუთის "გარდაცვლილი" ვიყავი. 4 ბრიგადა დამტრიალებდა თავს ნახევარი საათი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ იყო ასეთი სურათი: მე გაშავებული, ბინტით ხელებგაკრული და თეთრ ზეწარგადაფარებული იატაკზე ვესვენე. დედაჩემი -გულწასულია... მამაჩემს მაშინ თვალთ დააკლდა. კარი ღიაა, მეზობლები - სართულის ბაქანზე უკვე დამონტაჟებულ საფერფლესთან, ქალები მოთქვამენ, სასწრაფოს ექიმები გარდაცვალების აქტს წერენ სიტყვებით: - ეს მერამდენე ახალგაზრდა შეეწირა ამ უბედურებას, ამათ არ გაიხარონ და ა.შ. როგორც უკლებლივ ყველა მეზობელი, ერთი მორწმუნე ქალიც ამოვიდა III სართულიდან, მანანა დ-ელიძე. სამთავროს მრევლი იყო. მაშინ, ეტყობა, ახალი დაწყებული იყო მამა გაბრიელის საფლავზე აღსრულებული სასწაულები. ამოვიდა, ღია კარებში უხმოდ შემოვიდა ამ წივილ-კივილში. დაიხარა, გადამხადა თურმე სახეზე და შუბლზე მამა გაბრიელის ზეთი მცხო - იქ ცოტა შეეწევაო. ეგ იყო და, წამოვხტი ხელებშეკრული. ის ახალგაზრდა ექიმი, რომელიც ჩემს "გვამთან" ჩაცუცქული გარდაცვალების აქტს ავსებდა, გულწასული დაცემულა და იქით გამხდარა მოსასულიერებელი. იქ ამბავი ატყდა... სავადმყოფოში გამაქანეს, სამი დღე მიკვლევდნენ. ის სანახევროდ შევსებული აქტი ახლაც მაქვს. მოკლედ, კახა, თავი შეგაწყინე, მაგრამ მინდოდა, შენც გცოდნოდა. გილოცავ კიდევ ერთხელ. ავად ვარ, თორემ მეც აუცილებლად ვიქნებოდი მცხეთაში დღეს. გაიხარე!" სტატიის ავტორი: კახაბერ კენკიშვილი 25.08.2014
"მე ხომ მას ვიცნობ..."
წმინდა მამა გაბრიელის ერთ-ერთი სასწაულის შესახებ. ათი წელი ვიყავი ე.წ. "იეჰოვას მოწმეების" სექტის წევრი. დედაჩემი, აწ უკვე გარდაცვლილი იოანა მთხოვდა, გონს მოვსულიყავი და ჭეშმარიტების გზაზე დავმდგარიყავი. იმ პერიოდში დედის ეს სიტყვები ძალიან მაღიზიანებდა, მეტიც, დიდ შინაგან პროტესტს იწვევდა ჩემში, რის გამოც არაერთხელ ვიჩხუბე დედასთან და ახლობლებთან. როცა დედა უფალთან წარსდგა (როგორც მაშინ ვამბობდი „მოკვდა“), ჩემმა ოჯახმა ის მართლმადიდებლური ტრადიციისამებრ დაკრძალა: მოიწვიეს მღვდელი, იგალობეს პანაშვიდი, როგორც მიღებულია მართლმადიდებლურად. როცა დედაჩემის წესის აგება დაიწყო, გამოვედი და არც ლოცვას და არც ქადაგებას არ მოვუსმინე, რადგან მაშინ ეს ყველაფერი არასაჭიროდ და არასწორად მიმაჩნდა. დაკრძალვის შემდეგ თავს ცუდად ვგრძნობდი. მქონდა ძლიერი თავის ტკივილები, მაღალი წნევა და ვკარგავდი წონასწორობას. წამიყვანეს კლინიკაში, სადაც ამიღეს ანალიზები და ჩამიტარდა ტომოგრაფია. შედეგების თანახმად გადამაგზავნეს ონკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც დამისვეს დიაგნოზი: გულის კუნთის სიმსივნე. ასეთი დიაგნოზი ითხოვდა სხვადასხვა დამატებით ანალიზს და გამოკვლევას იმის დასადგენად, თუ რა ორგანო იყო ასევე დაზიანებული. სამკურნალოდ თურქეთში გადავწყვიტე გამგზავრება. წასვლამდე ჩემს მშობლიურ ქალაქ ტოლიჩინში წავედი, სადაც ბავშვობა გავატარე. დედაჩემი ამ ქალაქიდან იყო. მომინდა დამეთვალიერებინა ქალაქი, სადაც დედასთან და ახლობლებთან ერთად ვცხოვრობდი, ვერთობოდი და ახალგაზრდობის ყველაზე ნათელი დღეეები გავატარე. დროდადრო ჩამოვდიოდი ხოლმე მშობლიურ ქალაქში, მაგრამ დედის გარდაცვალების და მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ მომინდა კიდევ ერთხელ „დასამშვიდობებლად“ გამესეირნა ჩემთვის ძვირფას ქუჩებში. მართლაც, დავდიოდი ქალაქში და ვიხსენებდი ბავშვობას. ვტიროდი... სეირნობისას ჩავუარე ღვთისმშობლის საფარველის მონასტერს. გამახსენდა, 2 წლის წინ მე და დედა სწორედ ამ მონასტერთან შევჩერდით. დედა მთხოვდა მასთან ერთად შევსულიყავი და სანთლები აგვენთო. მევედრებოდა, მე კი უარზე ვიყავი. ბოლოს მტკიცედ ვუპასუხე, რომ არ შევიდოდი და გარეთ, კარებთან დაველოდებოდი. არ მავიწყდება ჩემგან ასე მიტოვებული დედა, მისი ცრემლიანი თვალები... ამჯერად შევედი მონასტერში, ეზოში იმ ბილიკზე გავიარე, რომელზეც მაშინ დედამ გაიარა. მიმოვიხედე და გავიფიქრე - მოდი უბრალოდ შევალ, დავათვალიერებ ადგილს, რომელიც დედის მოგონებასთან არის დაკავშირებული, შემოვუვლი ეკლესიას, ხოლო ჩემს „ძმებს და დებს“ ამაზე არაფერს ვეტყვი. ასეც მოვიქეცი და შევედი მონასტრის ეზოში. სიარულისას მომესმა ძალიან ლამაზი გალობა. ეს არ იყო რუსული. გალობდნენ ჩემთვის უცნობ ენაზე. გალობა იყო ძალიან სევდიანი, იდუმალი ხმებით. უნებურად შევედი ტაძარში. ვუსმენდი ამ საოცარ გალობას და მომინდა ტირილი. გავიგე, რომ ქართველები ყოფილან და ჩამოუტანიათ რაღაც დიდი ხატი, რომელიც ტაძრის ცენტრში იყო დაბრძანებული. ერთი მრევლი მომიახლოვდა და მითხრა - რას დგახართ აქ, წამოდით, ვუყუროთ ფილმს მამა გაბრიელზე. საქართველოდან ჩამოიტანეს ფილმი და დარბაზში უნდა აჩვენონ. ინტერესის გამო და ქართული გალობის მოსასმენად, გადავწყვიტე გავყოლოდი. ჩავედით დარბაზში, სადაც გადიოდა „ბერის დიადემა“. შინაგანად არ ვეთანხმებოდი ფილმის შინაარს, მაგრამ რაღაც ძალა არ მიშვებდა. თან ქართული გალობა მინდოდა მომესმინა. ფილმის დამთავრებისას, ქართველებმა დაარიგეს მამა გაბრიელის ხატები და ფოტოები. დარბაზიდან გასვლისას მომაწოდეს ხატი, მაგრამ არ გამოვართვი და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე გასასვლელისკენ. მალევე გავემგზავრე თურქეთში შემდგომ გამოკვლევებზე. დამაწვინეს ონკოლოგიურ დისპანსერში, ჩამიტარდა მრავალი ანალიზი. შედეგებმა აჩვენეს სისხლის ფორმულის დარღვევები. დამტოვეს სამკურნალოდ. მიტარდებოდა მრავალმხრივი მკურნალობა. მიკეთებდნენ წვეთოვანებს. მეცხრე დღეს დამესიზმრა სიზმარი: პალატაში, სადაც ვიწექი შემოვიდა დედაჩემი და შემოიპატიჟა ვიღაც ადამიანი. ეს იყო მღვდელი ძველი შესამოსელით, გამხდარი, თეთრი წვერიანი. ხელში კვერთხი ეჭირა და ჰქონდა დაუჯერებლად კეთილი თვალები. - ისაა? ჰკითხა მღვდელმა დედაჩემს. - დიახ, ნაღვლიანად უპასუხა დედამ. - მე ხომ მას ვიცნობ! - დაბეჯითებით წარმოთქვა უცნობმა მღვდელმა. შემომხედა, გაიღიმა, ხელებით ჯვარი გადამწერა და მერე დედას რაღაც უთხრა ყურში. ორივემ გაიღიმა და პალატიდან გავიდნენ. მე მთელი ხმით დავუწყე დედას ძახილი და ამ დროს მედდამ გამაღვიძა. რამდენიმე საათში შემოვიდა ექიმი, რომელსაც ხელში საქაღალდე ეკავა და თარჯიმანს დაუწყო რაღაცის ახსნა. ისიც დიდხანს და ყურადღებით უსმენდა. ბოლოს თარჯიმანმა მომმართა: არანაირი სიმსივნე არ გაქვს. ყველაფერი კარგადაა. ანალიზები ნორმაშია. მე ლაპარაკის უნარი დავკარგე. თარჯიმანმა რამდენჯერმე გადაამოწმა ექიმთან ანალიზების პასუხები. ყველაფერი ნორმაში იყო! ექიმი ყოველ შეკითხვისას იღიმებოდა და უმეორებდა თარჯიმანს ერთი და იგივე სიტყვებს. თარჯიმანიც მიმეორებდა - ყველაფერი კარგადაა. ყველაფერი ნორმაშია, როგორც უნდა იყოს. შენ სრულებით ჯანმრთელი ხარ! ჩემზე ბედნიერი არავინ იყო! მაგრამ ყველაზე დაუჯერებელი ჯერ კიდევ წინ მელოდა. როდესაც დავიწყე ნივთების ჩალაგება და გავხსენი ჩემი ჩანთა, გაკვირვებისგან გავშეშდი - ჩანთაში იდო მამა გაბრიელის ხატი, რომელიც მე მაშინ ფილმის ჩვენების შემდეგ შემომთავაზეს საჩუქრად. ზუსტად ის ხატი, რომელსაც ქართველები ჩუქნიდნენ მრევლს, მე კი უარი ვუთხარი და არ გამოვართვი! ხელში ავიღე ხატი და ვერ ვიჯერებდი, როგორ შეიძლება ჩემს ჩანთაში აღმოჩენილიყო!? უცბათ, რაღაც მომენტში, როცა ყურადღებით ვათვალიერებდი ხატს, სუნთქვა შემეკრა, გავაცნობიერე, რომ ხატზე გამოსახული ადამიანი და ის უცნობი მღვდელი, რომელიც სიზმარში დედასთან ერთად ჩემს პალატაში შემოვიდა - ერთი და იგივე ადამიანი იყო! მწარედ ავტირდი. ჩემში რაღაც მოხდა, რაღაც შეიცვალა. უნებურად ჯვარი გადავიწერე, გულში ჩავიკარი ხატი და დიდხანს ვიჯექი ასე პალატის საწოლზე. მალევე დავბრუნდი სამშობლოში და დავუბრუნდი მართლმადიდებლობას, როგორც დაკარგული შვილი. წმ მამა გაბრიელის, ჩვენი დროის ამ უდიდესი წმინდანის მეოხებით და პირდაპირი ჩარევით განვიკურნე და ისევ დავუბრუნდი მართლმადიდებელ რწმენას! დიდება უფალს! ავტორი - ელენა სინკევიჩი რუსეთი, 2023 წ
ჩემი ქალიშვილი სწავლობდა ავიაციის სასწავლებელში, სამოქალაქო ავიაციის პილოტის კურსებზე. ერთხელ, სასწავლო ფრენის დროს, შასი არ გაიხსნა. ეს განმეორდა რამდენჯერმე. საწვავი იწურებოდა. განწირულ მდგომარეობაში ხმამაღლა დაიყვირა: მამა გაბრიელ, მიშველე! თვითმფრინავმა გახსნა შასი და დაეშვა. ამ შემოდგომაზე მოსალოცად ჩავედით საქართველოში, რათა მადლობა გადაგვეხადა წმ. მამა გაბრიელისთვის.
ჩემი ქმარი ანდრეი სათესლე ჯირკვლის კიბოთი დაავადდა. წმინდა გაბრიელისა და ყველა წმინდანის ლოცვით უფალმა განკურნა, სიმსივნე შეუმცირდა და საავადმყოფოდან გაწერის დროს ძირითადი დიაგნოზი შეუცვალეს! წმ. გაბრიელ ბერის ლოცვით, ღმერთმა გამოგვიგზავნა შესანიშნავი მართლმადიდებელი ექიმიც! მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
ნინა, 2022
2020 წელს ჩემთან სტუმრად არაბი ცოლ-ქმარი ჩამოვიდა, ძალიან კარგი ადამიანები, ფინანსისტები, მუშაობენ სერიოზულ ბიზნესში. დასასვენებლად წავიყვანე კურორტ გუდაურში. თოვდა, უამრავი ტურისტი იყო მთელი მსოფლიოდან...
თბილისში დაბრუნებისას ქმარმა აღმოაჩინა, რომ ბეჭედი დაკარგა. ბეჭედი ძალიან ძვირფასი იყო, მაგრამ რაც მთავარია, ორივე ცოლ-ქმარი წუხდა იმაზე, რომ საქორწილო საჩუქარი იყო და მისი დაკარგვა აღიქვეს ძალიან ცუდ ნიშნად. დაურეკეს ოჯახის წევრებს და ახლობლებს და ყველას შეატყობინეს ეს სამწუხარო ამბავი.
გულთან ახლოს მივიტანე მათი წუხილი და გადავწყვიტე მომეყოლა წმინდა მამა გაბრიელზე და თუ როგორ ეხმარება ის სხვადასხვა სიტუაციებში უამრავ ადამიანს.
ვურჩიე აგვეღო წმ მამა გაბრიელის მირონი, გველოცა და იმედით წავსულიყავით მოსაძებნად. სტუმრებმა რჩევა სერიოზულად მიიღეს და მეორე დღესვე, დილით ადრე, თბილისიდან გუდაურში, რწმენით გავემგზავრეთ! რა თქმა უნდა, ლოგიკისა და ალბათობის კანონების გათვალისწინებით, ბეჭდის პოვნა დაახლოებით 120 კილომეტრის მანძილზე უბრალოდ არარეალური იყო. ძლიერ თოვდა, გასული იყო დღე-ღამე და, ამას გარდა არავინ იცოდა, ზუსტად სად დაიკარგა ბეჭედი!
თივაში ნემსის ძებნა უფრო ადვილია! წავედით მხოლოდ წმ მამა გაბრიელის შემწეობის იმედად. გზაზე ტყის პირას მანქანა შემთხვევით გავაჩერეთ, ვთქვი მამაო ჩვენო და მირონის პატარა ბოთლი რამდენიმე მეტრში თოვლში მოვისროლე. საოცარია, მაგრამ როცა ბოთლის ამოსაღებად თოვლი ავიღე ბოთლთან ერთად ბეჭედიც ვიპოვეთ! ბოთლი სასწაულებრივად დაეცა ზუსტად ბეჭედზე! ეს იყო წარმოუდგენელი და სასწაულებრივი პოვნა! გაოცებულები ვიყავით ყველა! თავისებურად დაიწყეს ლოცვა. მთხოვეს წმ მამა გაბრიელის საიტი და დაიწყეს მისი მოღვაწეობის გაცნობა. თბილისში დაბრუნებისას ისევ დაიწყეს რეკვა ახლობლებთან და ამ საოცარი შემთხვევის შესახებ ყველა მათმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა შეიტყვეს. წმ მამა გაბრიელის მეოხებით, უფალმა დიდი სასწაული მოგვივლინა. პანდემიის შემდეგ, 2022 წელს კვლავ ჩამოვიდნენ საქართველოში და დიდი მოკრძალებით მთხოვეს წმ მამა გაბრიელის მირონი და ხატი. Მადლობა ღმერთს და მადლობა ჩვენს საყვარელ მამა გაბრიელს! ლერი 2022 წელი, თბილისი
2019 წლის გაზაფხულზე წავიკითხე განცხადება, რომ ვიტებსკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში წმ გაბრიელ ბერის ხატი და ნაწილი ჩამობრძანდა. შეხვედრის დღე იყო საინტერესო. დიდხანს ველოდებოდით. ბოლოს მანქანა მოვიდა, დები ხატით გადმოვიდნენ. ყველანი ტაძარში შევედით და წირვა დაიწყო. წირვის დასასრულს წაიკითხეს წმ გაბრიელ ბერის დაუჯდომელი. გალობდა არა მარტო გუნდი, არამედ ყველა მორწმუნე. დებმა ძალიან საინტერესოდ და დიდი სიყვარულით გვიამბეს წმ გაბრიელის ცხოვრებას. სიწმინდეების თაყვანისცემის და ზეთის ცხების შემდეგ, საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. სახლში 23:00 საათზე მივედი. ძლიერი დაღლილობა სადღაც გაქრა და მე ჩუმად, რომ ვინმეს ხელი არ შემეშალა, მხიარულად დავიწყე დაუჯდომლის გალობა.
წმ გაბრიელმა ასევე გვასწავლა ვილოცოთ ჩვენი ოჯახისთვის. ვნახე წმინდა ოჯახის ხატი და ლოცვა (ლოცვა 1 - გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის. ლოცვა 2 - ოჯახის წევრების ცოდვებისთვის). გამახსენდა, რომ დედის მხრიდან ბაბუის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი.
ძვირფასი საჩუქარია წმ გაბრიელის ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, რომელიც სასწაულებრივად იპოვნა იერუსალიმში.
ეს იყო გაზაფხულის დაუვიწყარი დღეები. მღვდლისა და დების ლოცვა-კურთხევით საშუალება მომეცა მშენებარე ტაძრების მოლოცვაში მიმეღო მონაწილეობა, ვინაიდან წმ. გაბრიელი ეხმარება მშენებლობაშიც. დადგა წმ გაბრიელი ბერის ხარის ჩვენს ქალაქში ყოფნის ბოლო დღე. ჩვენი შეხვედრა კი 22 ოქტომბერს საღამოს წირვაზე შედგა. ყველა ძალიან ბედნიერი იყო. წირვის დასრულების შემდეგ დაუჯდომელი ვიგალობეთ. მე წელიწადზე მეტი უმუშევარი ვიყავი. გასაუბრებაზე ყველგან უარს მეუბნებოდნენ (ხან განათლება არ იყო შესაფერისი, ხან ასაკი, ხშირად ადგილი უკვე დაკავებულია იყო). დიდ სასოწარკვეთილებაში ვიყავი და ცრემლებით ვთხოვე დახმარება წმ. გაბრიელდ. 23 და 24 ოქტომბერს ტაძარში დაუჯდომლებს დავესწარი, რის შემდეგაც 24-ში მოულოდნელად მეზობელმა დამირეკა და მასთან მუშაობა შემომთავაზა. მეორე დღეს ხელი მოვაწერე კონტრაქტს. მადლობა უფალს და წმ. გაბრიელ სამთავროელს!
მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ავადაა, სასოწარკვეთილებაში ან უბედურებაშია. ასეთ მომენტებში ვიღებ წმ მამა გაბრიელის ხატს, ვკითხულობ ლოცვებს და დიდხანს ვუყურებ მის გაბრწყინებულ თვალებს - ყველაფერი ცუდი უბრალოდ ქრება. როგორი დაღლილი ან იმედგაცრუებულიც არ უნდა იყოთ, წმ გაბრიელის ხატისგან იმედს მიიღებთ!
დიდი მადლობა დედებს და მოუთმენლად ველით რომ ხატი კვლავ ჩამობრძანდება! ოცნება მაქვს: სამთავროს მონასტერში წმ. გაბრიელის საფლავი მოვილოცო.
მინდა აღვწერო სასწაულები, რაც გადაგვხდა წმინდა გაბრიელის ლოცვით.
მის შესახებ პირველად მართლმადიდებლურ გამოფენაზე გავიგე. ვიყიდე წიგნი, ხატი, მაგრამ ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა. მეორედ წმინდა გაბრიელის შესახებ გავიგე ყველა წმინდანის ტაძარში, მაგრამ მაშინაც ვერ გავიაზრე ამ წმინდანის მნიშვნელობა. ქმარი გარდამეცვალა 2019 წლის 31 ივლისს. ძალიან მინდოდა, რომ განსასვენებელი ყოფილიყო ყველა წმინდანის ეკლესიის გვერდით. სასაფლაოს მთელი ტერიტორია მოვიარეთ, მაგრამ ადგილები ძალიან შორს იყო. უცბათ აზრი მომივიდა: ტაძარში შევსულიყავი და წმინდა გაბრიელისთვის მეთხოვა შემწეობა. 10 წუთიც არ იყო გასული, რომ ჩემი შვილები შემოვიდნენ და მითხრეს, რომ ტაძრის მოპირდაპირე მხარეს ნახეს ადგილი. სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა, ეს ხომ ჩემი საყვარელი ქმრის უკანასკნელი "სახლია" იქნენა. ახლა ყველა წირვაზე ზარის რეკვას მოუსმენს. დღეს, 2 ნოემბერს, ისიც ჩემთან იყო წმინდა გაბრიელის დღესასწაულზე და ერთად მადლობა გადავუხადეთ დახმარებისთვის წმინდანს.
მჯერა, რომ წმინდა გაბრიელი ყოველთვის დაეხმარება ყველას, თუ მას მივმართავთ.
გმადლობთ, წმინდაო გაბრიელ, სწრაფი დახმარებისთვის! ევედრე ღმერთს ჩვენ ცოდვილთათვის!
ნადეჟდა 2022
წმინდა გაბრიელ ბერის ლოცვით ვხედავ ღვთის დახმარებას. მადლობას ვუხდი უფალს და ღვთისმშობელს.
სამედიცინო გამოკვლევების შედეგების მიხედვით, მე, ღვთის მხევალს ტატიანას, დამინიშნეს გულის გეგმიური ოპერაცია - კორონარული არტერიის შუნტირება, რომელიც ჩატარდა 2019 წლის 22 მაისს. ასეთი ოპერაციების შემდეგ ყველა პაციენტს პლევრის ღრუში უგროვდება სითხე. ძალიან მიჭირდა სუნთქვა და ლაპარაკი საერთოდ შეუძლებელი იყო. საუბრისას სუნთქვა მეკვრებოდა. ყოველდღე მიკეთებდნენ პლევრის ღრუს ექოსკოპიას, ექიმები აკვირდებოდნენ სითხის დონეს. შეძლებისდაგვარად, ვცდილობდი წამეკითხა დილის და საღამოს ლოცვები, დაუჯდომლები, ოპერაციიდან მეხუთე დღეს ძილის წინ ლოგინში ვიწექი, ვილოცე და წმინდა გაბრიელის დაუჯდომელი წავიკითხე, ვიტირე, წიგნი მკერდზე ჩავიხუტე, ხელები ჯვარედინად დავიდე და ჩამეძინა. გამთენიისას როცა გავიღვიძე, ვერ გავიგე რა მოხდა. პიჟამო და მთელი საწოლი სველი იყო, შეუძლებელი იყო ასეთი რაოდენობის ოფლი დამეღვარა! იმავე დღეს, ექოსკოპიაზე ექიმმა გაკვირვებულმა მკითხა, თუ როდის გამიკეთეს პუნქცია და ამომიღეს სითხე. ეს სასწაული წმინდა გაბრიელმა მოახდინა!!! სითხე აღარ მქონდა! სუნთქვა გამიადვილდა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!!! წმიდაო მამაო გაბრიელ, ევედრე ღმერთს ჩვენთვის!
ტატიანა 2022
მაწუხებდა შუა ყურის ოტიტი, ყურებში ხმაური - ტინიტუსი, თავბრუსხვევა. მედიკამენტური მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდა. 2019 წლის 10 ნოემბერს ლიტურგიის შემდეგ რწმენით ვთხოვე დახმარება წმინდა გაბრიელს და ვემთხვიე მის ხატს, რის შემდეგაც მოხდა განკურნების სასწაული. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!
ეკატერინე. 2022
მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! მამა გაბრიელის ლოცვით ჩემმა შვილმა დაიწყო ლაპარაკი. ახლა ის 3,5 წლისაა. ექიმებთან მივედით, გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგადაა - როცა წავა საბავშვო ბაღში, ალაპარაკდებოდა. ბაღში მივიყვანეთ, მაგრამ მხოლოდ 2 სიტყვის თქმა შეეძლო - დედა და მამა. ტელევიზიით გავიგე, რომ ქალაქში წმინდა გაბრიელის ხატი ჩამოაბრძანეს. შვილებთან ერთად ეკლესიაში წავედი. ღვთის მადლით გავიცანი დედა მარია, რომელსაც ჩემი უბედურება გავუზიარე. მან მასწავლა, თუ როგორ უნდა მელოცა, და ზეთი მეცხო. ყველაფერი გავაკეთე, როგორც დედაომ მითხრა. შემდეგ ისევ დავბრუნდი ტაძარში, რათა თაყვანი მეცა სიწმინდეებისთვის. ჩვენს თვალწინ მოხდა სასწაული: ჩემმა ბიჭმა დაიწყო მოკლე წინადადებებით საუბარი და ახალი სიტყვების წარმოთქმა! ჯერ მართალია ცოტა გაურკვევლად ლაპარაკობს, მაგრამ ცდილობს და ახერხებს. მე მჯერა, რომ უფალი დაგვეხმარა მამა გაბრიელის ლოცვით.
წმიდაო მამაო გაბრიელ, ევედრე ღმერთს ჩვენთვის!
ქსენია 2022
სასწაულებრივი გადარჩენა ელბრუსის მთაზე: ჩემი შვილი ალექსი გაუჩინარდა ელბრუსზე. 2 წელია შვილს ვეძებდით. ბევრ მონასტერსა და ეკლესიაში ლოცულობდნენ მისი გადარჩენისთვის. გაზაფხულზე ტელევიზორში ვნახე ფილმი მამა გაბრიელზე, ერთი დღის შემდეგ, სიზმარში წმინდა გაბრიელმა მითხრა, რომ მაჩვენებდა სად იყო ალექსი. მართლაც, ძალიან მალე უცაბედად გავიგეთ, რომ ცოცხალი იყო და 3 თვის შემდეგ შვილი სახლში დაბრუნდა! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! ჩვენ გვიყვარს და ყოველთვის მადლობას ვუხდით წმინდა გაბრიელს ჩვენზე ლოცვისთვის.
ალექსის დედა, ვალენტინა 2022
წმინდა გაბრიელის ლოცვით ჩვენს ოჯახში ჩვილი განიკურნა. არავითარმა წამალმა არ უშველა და ბავშვს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ალერგიული გამონაყარი, რომელიც წყლულოვან ჭრილობებში გადაიზარდა. წმიდა გაბრიელის ლოცვის შემდეგ წყლულებზე წმინდა ზეთით ვაცხეთ და ყველა გაშრა, მეორე დღეს კი ბავშვი ჭრილობებისგან სასწაულებრივად განიწმინდა! საკვირველია შენი საქმეები, უფალო! მადლობას ვუხდით მამა გაბრიელს ლოცვისა და დახმარებისთვის. ნუ დაგვივიწყებ ცოდვილებს, წმიდაო მამაო გაბრიელ და ევედრე ღმერთს ჩვენთვის!
ლუბა ბოგდანოვა
განკურნების ისტორია
წმინდა გაბრიელი დაეხმარა ჩემს 9 წლის შვილს, მიხეილს, რომელიც მძიმე ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. წმინდა მამა გაბრიელის ხატი წმ. დავითის ნაწილებთან ერთად თაყვანისცემისთვის ჩვენს ეკლესიაში გადმოასვენეს. მიშას ფეხები და მარცხენა ხელი არ უმოძრავებს საერთოდ. მიშა სიწმინდესთან მივიყვანე და ვილოცე, მერე თავის ეტლში ჩავსვი და განზე გავწიე. უცებ მიშამ მარცხენა ხელი ასწია და ხელი ჩამკიდა. თან ხელი სრულიად მოდუნებული ჰქონდა, ტონუსის გარეშე. ეს მისი ცხოვრების 9 წლის განმავლობაში პირველად მოხდა! ამავდროულად სულში არაჩვეულებრივი სიმსუბუქისა და სინათლის განცდა იგრძნობოდა. დავესწარით ლოცვას სიწმინდეების წინ და ახლა ყოველდღე ვხედავთ უკეთესობას! ევედრე ღმერთს ჩვენთვის, წმიდაო გაბრიელ! 2022
მოსკოვის წმინდა დიდმოწამე ირინას სახელობის ტაძარში მობრძანებულ წმინდა გაბრიელის ხატის მოსალოცად მოვედი. ლიტურგიის შემდეგ იგალობეს დაუჯდომელი. შევიძინე წმინდა ზეთი, ეს იყო კვირას, 2019 წლის 24 ნოემბერს. ორშაბათს საღამოს კი სახლში უბედურება მოხდა: 2,5 წლის ბავშვმა კარებში ხელი მოიყოლა. თითი ძლიერ დაუზიანდა და გაუმუქდა. ბავშვი კიოდა ტკივილისგან. გულმხურვალედ შევევედრე წმ მამა გაბრიელს შემწეობა. ბავშვს თითზე წმ მამა გაბრიელის ზეთი ვაცხე. აბსცესი გასკდა და სისხლი წამოვიდა, ტკივილი მაშინვე გაქრა. საღამოს თითს მოვარდისფრო ფერი დაუბრუნდა და მხოლოდ მცირე სილურჯე შეიმჩნეოდა. მადლობა ღმერთს!
მადლობა წმინდა გაბრიელს დახმარებისთვის! ამინ!
ირინა სავიცკაია 2022
მე, ეკატერინა ვედენევამ, კურსკში, 2018 წლის 15 თებერვალს, წმინდა გაბრიელის ხატი მოვილოცე. გულმხურვალედ ვლოცულობდი მეორე შვილის შეძენისთვის და იმავე თვეში გავიგე ორსულობის შესახებ. სამედიცინო ჩვენებების მიხედვით, ექიმებმა მითხრეს, რომ ორსულობა ნაკლებად სავარაუდო იყო. ახლა კი წმინდა მამა გაბრიელის ლოცვით და ღვთის შემწეობით ველოდებით ვაჟიშვილს. მშობიარობა მიწევს ოქტომბრის ბოლოს, წმინდა გაბრიელის ხსენების დღესასწაულზე! ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ხატი ჩვენთან ჩამოაბრძანა!
ეკატერინა, კურსკი 2022
ჩვენი შვილი ტატო ჰიდროცეფალიითაა დაავადებული. სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ, პატარა ტატო 3 თვის განმავლობაში გამუდმებით ტიროდა. ექიმები მუცელსა და ყურზე მკურნალობდნენ მაშინ, როცა თავის ქალის გახსნის პროცესი მიმდინარეობდა (მშობიარობის დროს, თურმე, ექიმებს ხელიდან გავარდნიათ). ტატოს პირველი ოპერაცია 4 თვის ასაკში გაუკეთეს. მას თავის ქალიდან ხერხემლამდე ხელოვნური ორგანო ჩაუდგეს, მაგრამ აქაც არ გაუმართლა პატარას. მოხდა ქირურგიული შეცდომა და ხელოვნური ორგანო მარჯვენას ნაცვლად, მარცხენა მხარეს ჩაუდგეს. განმეორებითი ოპერაცია მესამე დღესვე გახდა საჭირო. დღემდე ტატომ 5 ოპერაცია გადაიტანა. 4-ჯერ ხერხემლიდან სითხე აუღეს. ბავშვს არა თუ სიარული, ხოხვაც კი არ შეეძლო. მხოლოდ ეტლით დაგვყავდა. ტატოს თავში წარმოქმნილმა კისტამ კატასტროფული სისწრაფით იწყო ზრდა, დააწვა ტვინს და დიდი ადგილი დაიკავა. ამან განავითარა ეპილეპსია. დღეში 20 – 25 -ჯერ ემართებოდა გულყრა. გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით. ექიმები ოპერაციის წინ გვეუბნებოდნენ, რომ თქვენს შვილს არაფერი ეშველებაო. ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, როცა გავიგეთ, რომ მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე საოცარი კურნებები ხდებოდა. მე და ჩემმა მეუღლემ ვირწმუნეთ, რომ იქ გვეშველებოდა. გულშიც კი არ გაგვივლია ეჭვი მამა გაბრიელის ზეთის სამკურნალო თვისებებზე. ვიცოდით რისთვისაც მივდიოდით და გვწამდა. როცა მცხეთაში მივედით და საფლავს მივუახლოვდით, ჩემს შვილს მოუსვენრობა დაეტყო. ინვალიდის ეტლში ვეღარ ჩერდებოდა და საფლავთან მიახლოებას ითხოვდა. ამოვსვით ეტლიდან და პირველად, ტატო მის სიცოცხლეში, დამოუკიდებლად, მუხლებით მიუახლოვდა საფლავს. ჯერ ხელები დააწყო ზედ, მერე კი შუბლით ემთხვია და ასე, მლოცველის პოზაში იჯდა კარგა ხანს. ეს იყო პირველი სასწაული. დავბრუნდით შინ. სამი დღის შემდეგ ბავშვი დამოუკიდებლად, ახალფეხადგმულივით, ლოჯიდან საძინებელში გავიდა. რაც ჩვენ მაშინ განვიცადეთ, ამას ვერ აღვწერ. ეს იყო ნამდვილი დიდი სასწაული. საფლავიდან წამოღებულ ზეთს ყოველ დილა-საღამოს შუბლსა და მუხლისთავებზე ვაცხებდით ჯვრის ფორმით, როგორც ზეთის მოხმარების წესში წერია. ტატოს მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. ისწავლა მოფერება, კოცნა. ის კი არა - კარს ღიად ვერ ვტოვებთ, სახლიდანაც კი გვეპარება და ორი სართულით დაბლა ჩადის ხოლმე. ჩვენი ოჯახის წევრები და ნათესაობა უაღრესად მადლიერები ვართ ღვთისა და მამა გაბრიელის.
გოგიტა მურცხვალაძე
3 წლის წინ ჩემს ძმას თავში აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე. უკვე მეტასტაზები ჰქონდა გასული. მხედველობა დაკარგული ჰქონდა ორივე თვალში და გონებაც დაქვეითებული. წავიღეთ მამა გაბრიელის ზეთი. თავზე ვუსვამდით და ძლიერი ტკივილი მომენტალურად უჩერდებოდა. ორი კვირის შემდეგ ოპერაცია გავუკეთეთ. ოპერაციის დროს აღმოჩნდა, რომ სიმსივნე აღარ ჰქონდა. არა და ოპერაციას არ უკეთებდნენ, აზრი არა აქვსო. ხელიც მოგვაწერინეს, რომ პასუხს არ აგებდნენ. ისეთი ტკივილები უნდა ჰქონდეს, ვერ უძლებდესო. ჩვენ კი, იმ ორი კვირის განმავლობაში წამალი არ დაგვილევინებია, მხოლოდ მამა გაბრიელის ზეთს ვუსმევდით. დღეს ჯანმრთელად და კარგად არის.
გულნარა აღნიაშვილი თბილისი ჩემს შვილს ჰქონდა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება და დაძაბულობა. 19 წლის განმავლობაში თავისი ხელით წყალი ვერ მიჰქონდა პირთან. ტერფი სწორად არასდროს გადაუდგამს და ორი კაცის დახმარებით დაგვყავდა. მამა გაბრიელის ზეთის ხმარების შემდეგ, ეს მდგომარეობა მოეხსნა. ახლა, ხშირად ინვალიდის ეტლიდან გადმოდის და დამოუკიდებლად დადის. ნელ-ნელა უმჯობესდება მდგომარეობა. ეკა ნიაური რუსთავი
მქონდა ფიბრომა და მიომა. საოპერაციო ვიყავი. სნეულების გამო ენა მიბუჟდებოდა. ნათესავმა მომიტანა მამა გაბრიელის ზეთი. ორჯერ რომ წავისვი, უკეთესობა ვიგრძენი. მესამედ რომ უნდა წამესვა, ენის დაბუჟება ისევ ვიგრძენი. მაინც არ მიშველის-მეთქი და იმ საღამოს ისე დავწექი, რომ აღარ წამისვია. იმავე საღამოს ვნახე სიზმარი: მღვდელი შემოვიდა დიდი წვერით სახლში და მითხრა: რომ გაიძახი არ მიშველა, არ მიშველაო, რამ უნდა გიშველოს, როცა არ გილოცნია?! აბა ილოცე, თუ არ გიშველოს?! შემომხედე მე, მღვდელი ვარ და წვერი მაქვს. წვერი რომ არ მქონდეს, მღვდელი ვიქნებიო? რომ იძახი მწამსო, არა ლოცულობ და რა რწმენა შენა გაქვს? ილოცე და გეშველებაო. გამომეღვიძა. გავაგრძელე ზეთის წასმა და თან ვლოცულობდი. გუშინ გადავიღე ექოსკოპია და განკურნებული ვარ. ექიმი გაკვირვებისგან კინაღამ გაგიჟდა.
პელაგია თათარაშვილი საგურამო ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. გადავიღე ექოსკოპია. გამოჩნდა, რომ ბავშვს მუცლის არეში ჰქონდა კისტური წარმონაქმნი. ისეთ რთულ ფორმებში ჰქონდა, რომ ექიმის რჩევით აუცილებელი იყო აბორტის გაკეთება. უარი ვთქვი აბორტზე. დავიწყე მამა გაბრიელის საფლავზე სიარული და ზეთის ხმარება. გაჩნდა უჯანმრთელესი ბავშვი. მედპერსონალი გაოცებული დარჩა. მარიამ კვიციანი თბილისი
მქონდა დიაგნოზი: ავთვისებიანი სიმსივნე მარცხენა გულმკერდის არეში. გამიკეთეს ოპერაცია და მომკვეთეს მარცხენა ძუძუ. ოპერაციის შემდეგ გულმკერდის პირველ მალაში ისახებოდა დიდი ზომის და არასწორი ფორმის ქსოვილოვანი ჩანართი, რომელიც იწვევდა მალის სხეულის მარცხენა განივი მორჩის და წვეტიანი მორჩის გამოხატულ დესტრუქციას და ვრცელდებოდა ხერხემლის არხში. ხერხემლის არხი მთლიანად ამოვსებული იყო წარმონაქმნით. ზურგის ტვინი არ ისახებოდა. გაკეთდა დასკვნა: კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებით გულმკერდის მალების და ნეკნის დესტრუქციული მეტასტაზური დაზიანება. ოპერაციის შემდეგ 4 თვე მიჯაჭვული ვიყავი ლოგინზე. არასწორმა ოპერაციამ და მკურნალობამ უარყოფითი შედეგი გამოიღო. მკურნალობის გაგრძელება კი არ მიხერხდებოდა, რადგანაც ყოველივე დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ექიმების მიმართ ხელაქნეულებმა გადავწყვიტეთ, მთელი იმედით მიგვემართა ეკლესიისათვის. მამა გაბრიელის საფლავიდან ამოტანილმა ზეთმა და ლოცვებმა თავისი შედეგი გამოიღო. დღეს-დღეობით ფეხზე ვდგავარ და ჩვეული ენერგიით ვემსახურები ოჯახს.
ნანული ბანძელაძე რუსთავი ვიყავი ძალიან ავად, ჩამოყალიბებული ცეროზით. საავადმყოფოდან პირდაპირ მომიყვანეს მამა გაბრიელის საფლავზე საკაცით და საფლავზე დამაწვინეს. ავდექი ჩემი ფეხით და დავჯექი ხეზე, საფლავთან. რომ ავდექი, შემცივდა. მოვითხოვე ცოტა საჭმელი და ორი ყლუპი წყალი. მას მერე ნელ-ნელა გამოვჯანმრთელდი და ამჟამად კარგად ვარ. რამაზ კობახიძე ქუთაისი
ჩემს მეგობარს შვილი საზღვარგარეთ ჰყავდა. ის ქალი ეკლესიაში დადიოდა. იყიდა მამა გაბრიელის სურათი და თავის სახლის შემოსასვლელში დაკიდა. ლოცულობდა და ხშირად ავედრებდა თავის შვილს მამა გაბრიელს. როდესაც მისი შვილის საკუთარი მანქანით საქართველოში ჩამოვიდა, სახლში შესვლისთანავე მამა გაბრიელის სურათი დაინახა და გაკვირვებულმა, დედამისს შეეკითხა: ეს ვისი სურათია? ეს კაცი მთელი გზა, ძილი რომ მომერეოდა, მაფხიზლებდა და მამხნევებდა, რომ არ დამძინებოდაო.
მე და ჩემს ამერიკელ მეუღლეს ქრისტინეს არაფერი გვსმენოდა მამა გაბრიელის შესახებ. 2-3 წლის წინ, შემთხვევით ვიყავით მის საფლავზე. ქრისტინე ახალი მონათლული იყო მართლმადიდებლურად. მან საფლავთან დიდი სიწმინდე და დიდი მადლი იგრძნო. დაიჩოქა, ილოცა და სთხოვა მამა გაბრიელს შემწეობა. ერთი წლის შემდეგ, ჩემმა მეგობარმა ამერიკაში ჩამოიტანა მამა გაბრიელის ზეთი და ყველაფერი მოგვითხრო მის შესახებ. წელს, ამერიკაში, სულ რაღაც სამი კვირის წინ, ჩემს მეუღლეს ძალიან ძლიერი ტკივილები დაეწყო წელის არეში. აღმოჩნდა, რომ ჰქონდა თირკმელში კენჭის გავლა. ექიმთან აღმოაჩინეს საკმაოდ დიდი, 7 მმ. ზომის ქვა. ექიმებს ეეჭვებოდათ ოპერაციის გარეშე მკურნალობით კენჭის დაშლა ან დაბადება და გვითხრეს, რომ ქირურგიული ჩარევა იყო აუცილებელი. სახლში რომ მივედით, გაგვახსენდა მამა გაბრიელის ზეთი. ვილოცეთ, მამა გაბრიელს ვთხოვეთ შემწეობა, რომ საკურნებელი ყოფილიყო ეს ზეთი. ქრისტინეს ზეთი დავალევინე და წავუსვი იმ ადგილზე, სადაც ვივარაუდეთ, რომ ქვა იქნებოდა. იმავე დღეს კენჭი უმტკივნეულოდ დაბადა. ამერიკელი ექიმები ძალიან გაოცდნენ. ეს იყო ჩვენთვის მამა გაბრიელის დიდი სასწაული. ნიკო ჩოჩელი ა.შ.შ.
ჩემს ბავშვს თვალის ფსკერის დაზიანება ჰქონდა. მხედველობა -5 იყო და თანდათან უარედებოდა მდგომარეობა. პროცესს ვერ აჩერებდნენ. უნდა ჩატარებულიყო ურთულესი მიკროქირურგიული ოპერაცია, რათა შეეჩერებინათ დაავადების პროცესი. მხედველობის სრულად აღდგენაზე ლაპარაკიც არ იყო. ეს უკვე მე-4 ოპერაცია უნდა ყოფილიყო ჩვენი ბავშვისთვის, რომელიც 13 წლისაა. ბავშვი თვითონ უარს ამბობდა ოპერაციაზე. ჩვენ გვირჩიეს და მივედით მამა გაბრიელის საფლავზე. იქ ქუთუთოზე წავუსვით ზეთი, რასაც ორი კვირის განმავლობაში სახლშიც ვაგრძელებდით. ექიმთან როცა მივედით და გავასინჯეთ, გაოცებულმა გვითხრა: საოპერაციო აღარ არის, დაავადების პროცესი შეჩერებულია და განკურნებისკენ მიდისო.
თამთა გუგუშვილი თბილისი მაყვალა დავითაშვილი თბილისი გურამი, თბილისი, კალოუბნის ქ. 4
თვალთან მქონდა დიდი, გაბერილი კისტა, რომელიც თვალს მიფარავდა. საოპერაციო ვიყავი. ათი დღის განმავლობაში, ყოველ დილა-საღამოს, თვალზე ვისვამდი მამა გაბრიელის ზეთს. კისტა გამიქრა. წინა კბილიც ძალიან მომერყა და მძვრებოდა. ღრძილზე წავისვი ზეთი და კბილი გამაგრდა.
მარინე, მცხეთა, აღმაშენებლის ქ. 101 თამაზ ჩოჩია სამტრედია
მარჯვენა ხელზე მქონდა ამობურცული სფეროსებრი სიმრგვალე. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე - 10 წელი. ოპერაციას ვაპირებდი, მაგრამ აღმოჩნდა ნერვული ძარღვები, რომელშიც არ შეიძლებოდა ქირურგიული ჩარევა. მამა გაბრიელის საფლავი მოვილოცე. ზეთი წავისვი. რამდენიმე თვეში მთლიანად გაქრა.
ვაჟა თაბაგარი თბილისი ვერიკო მაყაშვილი გორი ნანა ცხვედაძე თბილისი
მქონდა ჰიპოფიზის (ტვინის დანამატი) სიმსივნე. ეს დიაგნოზი დამისვეს 2002 წ. 2 იანვარს. ძალიან ცუდათ ვიყავი. ვერც კი დავდიოდი. წამიყვანეს მამა გაბრიელის საფლავზე. იქვე ვიგრძენი უკეთესობა. იქიდან ჩემი ფეხით წამოვედი. ვისმევდი და ვსვამდი ზეთს, თან ვლოცულობდი და მამა გაბრიელს ვევედრებოდი განკურნებას. იმავე წლის აპრილის თვეში გავესინჯე კომპიუტერით და არაფერი არ აღმომაჩნდა.
ნესტან ღავთაძე, თბილისი ![]() შარშან, მარტში, დამისვეს დიაგნოზი - მკერდის და შინაგანი ორგანოების სიმსივნე. თითქმის ყველა ონკოლოგი მოითხოვდა ოპერაციის გაკეთებას. მივედი მამა გაბრიელის საფლავზე, რათა მიმეღო გადაწყვეტილება. შემდეგ მქონდა ასეთი ხილვა: იდგა მამა გაბრიელი და მიღიმოდა. ავივსე შინაგანი რწმენით და უარი ვთქვი ოპერაციაზე. სულ დავდიოდი საფლავზე, ვმკურნალობდი ზეთით. 2 თვის წინ გავიკეთე გამოკვლევა და ორგანიზმში სიმსივნური არაფერი აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც 2 კვირის სიცოცხლეს მაძლევდნენ ექიმები, თუ ოპერაციას ავ გავიკეთებდი. ლელა ცირეკიძე თბილისი ![]() დიდება და მადლობა უფალს ყოველივესთვის! მამა გაბრიელი ხომ უფალმა მოგვმადლა ჩვენ, ცოდვილთ. მე, ყველაზე უცოდვილეს მხევალს ღვთისას, რამოდენიმე წლის განმავლობაში მქონდა ცეროზი ურთულეს ფორმებში. 2002 წ. 4 ნოემბერს მივედი მამა გაბრიელის საფლავზე. ვიცხე ზეთი, დავიჩოქე და კურთხევა ვთხოვე, რომ გზა გამხსნოდა საავადმყოფოში დასაწოლად, რადგან არ მღებულობდნენ. საფლავიდან წამოსვლის შემდეგ ყველაფერი ისე მოგვარდა, რომ სასწაული შეიძლება ეწოდოს. საავადმყოფოში მიმიღეს, გამიკეთდა გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ცეროზი აღარ მქონდა. სულიკო ღვინჯილია სენაკი ![]()
ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ, წიგნის კითხვისას, თვალები მეღლებოდა. პირველად, მას შემდეგ, რაც გაბრიელ ბერის ზეთი წავისვი თვალებზე, თითქმის ორასგვერდიანი მასალა სულმოუთქმელად გადავიკითხე. ჩემი პროფესიის კაცი, ძირითადად, სულ ბიბლიოთეკაში ზის და, თქვენ წარმოიდგინეთ, რა სვეკეთილი ვარ ახლა! ღვთაებრივი მადლით ცხებულმა კაცმა მე, ისე როგორც ათასებს, თავისი სასწაულთმოქმედი ზეთის საშუალებით არა მარტო შვება მოგვგვარა, არამედ იმ საწყისისკენ მიგვახედა, რომელიც ცათა შინაა და რომლისგანაც კაცობრიობის მოწყვეტას ასე გააფთრებით ცდილობს მაცილი აბელ-კაენის დროიდან... მინდა, გავბედო და გაბრიელ ბერს ასეთი ტროპარი ვუძღვნა:
მაცხოვრის გულისსიტყვისა უშრეტო ნაკვერცხალო, ბოლო ჟამის ქართველთა სიწრფოებაო, ლბილთა და სულთა ჩვენთა სწრაფშემწეო, სალოსო გაბრიელ, შენებრი გულშეტაცებით განჰმართენ ცოდვილნი გზანი ჩვენნი მაღლის ღმერთისკენ. ამინ! გრიგოლ რუხაია თბილისი ![]() გასათხოვარ გოგონას საშვილოსნოს ყელზე აღმოაჩნდა სიმსივნე პირველ სტადიაში. ერთი თვის შემდეგ ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო. მთელი თვის განმავლობაში გაბრიელ ბერის საფლავიდან აღებულ ზეთს ხმარობდა და როცა ექიმთან მივედით ოპერაციის გასაკეთებლად, ავადმყოფს არანაირი ავადმყოფობა აღარ სჭირდა. ეს იყო ნამდვილის სასწაული. ნანა სურაძე ს. შემოქმედი ![]() დედაჩემს საშვილოსნოს ყელზე ჰქონდა სიმსივნე. სვამდა და ისმევდა მამა გაბრიელის ზეთს ორი თვის მანძილზე და განიკურნა. სხვა არანაირი წამალი არ მიუღია. მადონა სვანიძე ს. შემოქმედი |
||
|