[ 4 ]

(დასაწყისი) ...იმ წამსვე გამიარაო. შემდეგ მას დაესიზმრა, რომ მამა გაბრიელთან ერთად იყო ხის ქვეშ და თხოვა, ჩაგეხუტებიო. იმხელა სიყვარული და სითბო ვიგრძენი, რომ ცხოვრებაში არავისგან მიგვრძნიაო. გაღვიძება აღარ მინდოდაო. ის ტკივილი, რაც დედის გარდაცვალებით ჰქონდა, სულ სითბოთი შეუმსუბუქა მამა გაბრიელმა. მრავალი ასეთი ფაქტია. იქიდან ელოცოს ჩვენ საყვარელ ბერ გაბრიელს. სიტყვებით ვერ გამოვხატავ მისდამი სიყვარულს. ღმერთმა გააძლიეროს სამთავროს მონასტრის დედები.
დიდი პატივისცემით და სიყვარულით,
გიორგი თუშურაშვილი
2011 წ.

ექოსკოპიაზე ექიმმა თირკმელაში აღმოაჩინა 16 მმ. კენჭი. არანაირი მკურნალობისთვის არ მიმიმართავს, მხოლოდ მამა გაბრიელის ზეთს ვისვამდი. 2-3 წლის შემდეგ ექოსქოპიაზე განმეორებითი გამოკვლევისას მითხრეს, რომ არანაირი კენჭი აღარ მქონდა. თირკმელაც სრულიად ჯანსაღი იყო. ექიმს გაუკვირდა, რადგან ამხელა კენჭის დაშლა მხოლოდ სასწაულს თუ შეუძლიაო; თავისით არანაირად არ დაიშლებოდაო.
დავითი
27 წლის.
თბილისი, 2011 წ.

მქონდა ურთულესი ფეხმძიმობა. საშვილოსნოში სისხლჩაქცევების შედეგად წარმოიქმნა ჰემატომა, რომელიც ნაყოფზე დიდი იყო. ჰემატომამ კიდევ უფრო დაამძიმა ფეხმძიმობა. 5 დღის განმავლობაში ვსვი მამა გაბრიელის ზეთი და განმეორებით ექოსკოპიამ აბსოლუტურად აღარაფერი აჩვენა. ჰემატომა გაქრა და ორსულობაც ყველანაირად კარგად წარიმართა. არავის არ სჯეროდა. თავდაპირველად, ვიფიქრე შეეშალათქო. ეხლა ყველაფერი მომიწესრიგდა ღვთისა და მამა გაბრიელის წყალობით. უკვე 5 თვის ფეხმძიმე ვარ და ყოველდღე ვლოცულობ მამა გაბრიელის სურათთან.
თამარ კენჭოშვილი
თბილისი, 2011 წ.

ამოვიჭერი პოლიპები, მაგრამ ორ-სამ წელში ისევ ამომივიდა. ვიყავი ისევ ცუდად. ვერ ვსუნთქავდი. წავიკითხე წიგნი მამა გაბრიელზე, სადაც ეწერა, რომ ზეთით მრავალი კურნება ხდებოდა. დავიწყე ზეთის ყელში ჩაწვეთება 2-ჯერ დღეში. საგრძნობლად მიშველა და კარგადაც ვსუნთქავ. ძგიდემ დაიწია უკან და ახლა კარგად ვგრძნობ თავს. ზეთი მიხდება ყურებზე და თვალებზეც.
ლეილა კილასონია
ქ. ფოთი, 2011წ.

მქონდა მუშტისოდენა სიმსივნე ყელის არეში. ვლოცულობდი და ვისმევდი მამა გაბრიელის ზეთს. სიმსივნე გაქრა.
რევაზ გაბისიანი
2011 წ.

დედაჩემს ლია ქაჯაიას ქონდა კენჭი. მამა გაბრიელის ზეთის ხმარებით განიკურნა.
ი. ქაჯაია
2011 წ.

გართულებული მშობიარობის შედეგად დამეღუპა ბავშვი. გამიკეთეს ოპერაცია. მოხდა ნაყოფის ამოღება და საშვილოსნოს და საკვერცხის ამპუტაცია. გარკვეული პერიოდის შემდეგ დამეწყო ტკივილები, რომელსაც ვერანაირი წამალი ვერ მიყუჩებდა. მამა გაბრიელის ზეთის მეშვეობით პირველივე გამოყენებაზე ვიგრძენი შვება. სამჯერ ლოცვისა და ზეთის ცხების შემდეგ სრულიად გამიჩერდა ტკივილები.
ეკატერინე ჩადუნელი
2011 წ.

დიდი სიყვარულით და მადლიერებით სავსე მოვიხსენებ წმინდა გაბრიელს, როგორც უდიდეს თანამედროვე წმინდანს. 2005 წ. დამიდგინეს სარკომა. სასწრაფოდ გამიკეთდა ოპერაცია, თუმცა ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს და ახლობლებს აუწყეს - ორი თვეც ვერ იცოცხლებსო. ჭრილობა ზერელედ დამიხურეს, აღარც კი იფიქრეს ნაკერების სისწორეზე. ოპერაციის წინ მე მთელი დღე მამა გაბრიელის საფლავთან დიდი რწმენით გავატარე და სრულიად მშვიდი წავედი საოპერაციოდ. გავიდა ერთი კვირა. ექიმმა გამსინჯა და ორივე ხელი ასწია ზემოთ. მითხრა: ”ამ ხელებმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ამ ბავშვის ჯანმრთელობა მთლიანად ზეციური სასწაულიაო”. მე არ გამკვირვებია. ეს სასწაული მოხდა ჩემი საყვარელი წმინდა და უკეთილესი მამა გაბრიელის მეოხებით.
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი.
მცხეთა, 2011 წ.

იტალიაში ქალბატონს ფეხი გაუსივდა. ექიმებმა ყველაფერი გაუკეთეს, მაგრამ ვერაფერმა უშველა. ქალბატონი ძალიან მორწმუნე კათოლიკეა. მე მას ვუამბე მამა გაბრიელზე და სასწაულთმოქმედი ზეთით დავუზილე ფეხი. დილით დაავადებამ გაურა და გასიებულმა ფეხმა ფორმა დაიბრუნა.
მაია დეკანოსიძე
გორი,
2011 წ.

მკერდზე აღმომაჩნდა სიმსივნური კვანძი. ხშირად დავდიოდი მამა გაბრიელის საფლავზე. ვლოცულობდი და ზეთს ვიცხებდი. შედეგად კვანძი სრულებით გაქრა. არავითარი სხვა წამალი არ მიმიღია.
თინათინი
თბილისი, 2011 წ.

მამა გაბრიელი ბევრჯერ დამეხმარა. შეიძლება ითქვას, ის ჩემი მფარველი ანგელოზია. მისი მაკურნებელი ზეთი ჩემთვის უკვდავების წამალია. ჩემი მეუღლე რუსეთში დაავადდა ტუბერკულოზით. ძალიან მძიმედ იყო. გავამზადე წამალი და შიგ მამა გაბრიელის ზეთი გავურიე. ცალკე პატარა ბოთლითაც გავუგზავნე. სახლში მის სურათს ყოველ დილით და საღამოს ვუსმევდი ზეთს. მოხდა სასწაული და მეუღლე განიკურნა.
ჩემს დას ქონდა ჩიყვი, რომელიც ყელზე ბურთივით ჰქონდა გამოზრდილი. მამა გაბრიელის ზეთი მივუტანე და დაიწყო მისი გამოყენება. ჩიყვი უკვალოდ გაქრა.
წლების წინ, როცა ჩემი გოგონა 7 წლის იყო, შემთხვევით სათამაშოს ალუმინის ღერო შეესო ფეხის გულზე. სასწრაფოდ მამა გაბრიელის ზეთი წავუსვი. გავიდა ორი დღე. ყველა მეუბნებოდა შრატი გაუკეთე ბავშვსო. ეჭვი შემეპარა, ვაი თუ ზეთმა არ უშველოს და სისხლი მოეწამლოს-თქო. მაშინვე წითელი ზოლი გამოუვიდა და ფეხი შეუსივდა. მივხვდი, რომ რწმენა უნდა დამბრუნებოდა, მამა გაბრიელს მოვუბოდიშე და ზეთი ისევ წავუსვი. წითელი ზოლიც და შესიებაც გაქრა.
ჩემს შვილს კუჭი აწუხებდა. ჭამის შემდეგ ნაშინვე ასტკივდებოდა. მამა გაბრიელის ზეთი დავალევინე (წვეთებით) დილა-საღამოს. კუჭის ტკივილი სრულებით გაუქრა.
ძალიან ხშირად ვიყენებთ მამა გაბრიელის ზეთს. იშვიათია, რომ წამალი გამოვიყენოთ. დაავადებებიც არ გვაწუხებს. დიდება უფალს და მადლობა, რომ ასეთი წმინდანი ყავს საქართველოს. ჩემთვის ის უდიდესი წმინდანი და მფარველი ანგელოზია. ბევრი ასეთი კურნება ყოფილა ჩემს ოჯახში. დაილოცოს მისი სახელი.
პატივისცემით,
ასმათ კუპატაძე.
თბილისი, 2011 წ.

მამა გაბრიელის საფლავი მოილოცეს ცოლ-ქმარმა, რომლთაც დიდი ხნის განმავლობაში არ უჩნდებოდათ შვილი. მოლოცვის შემდეგ მათ 4 შვილი შეეძინათ - მარიამი, გიორგი, ალეკო და თამარი.

მამა გაბრიელის მეოხებით, ზეთის წასმის შემდეგ თვალის დაავადება მომირჩა. როდესაც წმინდა ბერის საფლავთან მოვედი თვალი გაწითლებული და შესიებული მქონდა. მაშინვე წავისვი ზეთი თვალზე და მეორე დღეს უკვე არაფერი მეტყობოდა და არც მტკიოდა.
მარიკა კიკალია
2011 წ.

ჩემს პატარა შვილს ჰქონდა დიათეზი. წავუსვი მამა გაბრიელის ზეთი და სულ გაეწმინდა სახე.
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი
2011 წ.

დავიწვი თითი ადუღებული ზეთით. საშინლად მეწვოდა. არაფერმა არ მიშველა. გამახსენდა, რომ მქონდა მამა გაბრიელის ზეთი. წავისვამ და მომირჩება-მეთქი. უცებ, ამის გაფიქრებაზე ტკივილი შემიწყდა და ისე მომირჩა, არც შევუწუხებივარ.
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი
2011 წ.

ნევროზული შიშები მაქვს და ყოველთვის მამა გაბრიელს ვუხმობ დახმარებისთვის. მშველის და ყოველთვის ვგრძნობ დახმარებას.
ნანა ლომთაძე
ტყიბული, 2011წ.

ვერ დავდიოდი. სახსრების ოპერაცია მჭირდებოდა, მაგრამ დიდი ღირებულების გამო ვერ ვიკეთებდი. მამა გაბრიელის ზეთს ვსვამდი და საფენებს ვიდებდი. ეხლა უკვე დავდივარ.
ანა მიქაძე
2011 წ.

12 წელი შვილი არ მიჩნდებოდა. გაბრიელ ბერის საფლავზე სისტემატური სიარულის და ზეთის ცხების შემდეგ 12 წლის თავზე დავფეხმძიმდი.
ანა მაწკეპლაძე
თბილისი, 2011 წ.

ჩემი შვილი დაბადებიდან დაავადებული იყო ცელიაკიით. პურს ვერ ჭამდა. შარშან ამოვედით დედათა მონასტერში. ბავშვმა მამა გაბრიელის კანდელის ზეთი მიიღო და ეგრევე განიკურნა. ვმადლობთ უფალს და მამა გაბრიელს ასეთი დიდი წყალობისთვის.
გიორგი ბულია
ზუგდიდი, 2011 წ.

მამა გაბრიელის დიდი რწმენა მქონდა და დღემდე მაქვს. ძლიერ მაწუხებდა წელის ტკივილი. მქონდა ქალური პრობლემები, მაგრამ შიშით ექიმთან ვერ მივდიოდი. არა და ვგრძნობდი, რომ კარგად არ იყო ჩემი საქმე. მივენდე უფალს და მამა გაბრიელს. ვისვამდი ზეთს და ვსვამდი კიდეც. შედეგად სრულიად გამოვჯანმრთელდი. სისხლის ანალიზმა მიჩვენა დადებითი შედეგი და არსებული კისტა სრულიად გაქრა. მადლობა უფალს, რომ მოგვივლინა მამა გაბრიელი. ვთხოვ უფალს, ნუ მოგვაკლებს სრულიად საქართველოს და ჩემს ოჯახს მის წყალობასა და მფარველობას.
ლია
ქუთაისი, 2011 წ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, 2011 წ. ივლისში ჩემმა 9 წლის ვაჟმა სერგომ მოიტეხა ხელი, თან ხელი სახსარში ამოვარდნილი ჰქონდა. ეს დადასტურდა რენტგენის ფოტოთი. მესამე დღეს მეუღლესთან ერთად მივედით მამა გაბრიელის საფლავზე და ვთხოვეთ მის სულს დახმარება. სამი კვირის შემდეგ ჩემს ვაჟს გიფსი მოხსნეს და განმეორებით გადაუღეს რენტგენი. ფოტომ ექიმის გაოცება გამოიწვია - ძვალი გამთლიანდა და ხელი თავის ადგილზე იყო ჩასმული.
ნუგზარ ხონელიძე
ქუთაისი, 2011 წ.

მამაჩემს აწუხებდა მუხლები. ბერი გაბრიელის სასწაულთმოქმედი ზეთის ცხების შემდეგ განიკურნა რევმატიზმისაგან და მარილებისგან.
გიორგი,
თელავი, 2011 წ.

მკერდში აღმომაჩნდა სიმსივნური კვანძი. დავიწყე ლოცვა. ვიცხებდი მამა გაბრიელის ზეთს და ვსვამდი წმ. ნინოს წყაროს წყალს. ვეზიარე, და რამოდენიმე დღის შემდეგ მივედი ექიმთან მორიგ გამოკვლევაზე - კვანძი თითქმის გამქრალი იყო.
დარეჯან მჭედლიძე
ზესტაფონი, 2011 წ.

2010 წ. 27 დეკემბერს მოულოდნელად ჩემი 4 წლის შვილი ზურა გამიხდა ავად და დავაწვინე საავადმყოფოში. ექიმებმა მითხრეს, რომ ერთი თირკმელა საერთოდ არ უმუშავებდა და გადაგვარებული იყო, მეორე თირკმლის 20% კი არ უმუშავებდა. საიდან გამახსენდა არ ვიცი, მაგრამ უფლის წყალობით დასთან წამოვედი სტუმრად, ბავშვს მაიკა ვუყიდე და მამა გაბრიელის საფლავზე დავაფინე და შევთხოვე შველა. დიდი იმედით წამოვედი საავადმყოფოში და ბავშვს ოპერაციის წინ ჩავაცვი. ბავშვი სავალალო მდგომარეობაში იყო და მეც გადარჩენის იმედი დამეკარგა. ბავშვს ჩაუტარდა ოპერაცია და თირკმელა ამოუღეს. დღეს მამა გაბრიელის წყალობით ზურას საერთოდ აღარაფერი აწუხებს. მეორე თირკმლის 20% აღდგა და ცალი თირკმელა სრული დატვირტვით მუშაობს. ბავშვი იმაზე კარგადაა, ვიდრე მე ოდესმე წარმოვიდგენდი. მადლობელი ვარ უფლის და მამა გაბრიელის, რადგან დღეს ერთადერთი შვილი სრულიად ჯანმრთელი მყავს.
საავადმყოფოდან გამოვეწერეთ 2011 წ. 13 იანვარს.
ლევან წიკლაური
2011 წ.

დაახლოებით 8 წლის განმავლობაში ვიტანჯებოდი ნევროზით. ხანდახან იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საწოლიდან ვერ ვდგებოდი. ვმკურნალობდი ექიმებთან, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ მამამ ოჯახით წამოგვიყვანა დედათა მონასტერში. მამა გაბრიელის საფლავთან ვთხოვე - განმკურნე მამაოთქო. წამოვიღე ზეთი და წესის მიხედვით ვისმევდი შუბლზე და ვსვამდი. დღეს სრულიად ჯანმრთელი ვარ. დავდივარ სამსახურში და ვმართავ მანქანას. დავიწყე ეკლესიური ცხოვრება.
ქეთევან კორახაშვილი
2011 წ.

3 წლის წინ მამა (მხატვარი უშანგი ლონდარიძე) გამიხდა ავად. დაუდგინეს ფილტვების ანთება და მარცხენა ფილტვში წყალი. როდესაც გადაიღო სურათი, ერთი ფილტვი საერთოდ არ იკითხებოდა, დაჩრდილული იყო. ექიმმა დაუნიშნა წამლები და სთხოვა ერთი კვირის შემდეგ განმეორებით გადაეღო სურათი. ერთი კვირის განმავლობაში ჩემი რწმენით ვუსმევდი მამას ზეთს და მწამდა, რომ მისი მადლით მამა გადამირჩებოდა. თუმცა, ეჭვი მეპარებოდა მამაჩემის რწმენაში ზეთთან დაკავშირებით. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს დამავიწყდა ზეთის წასმა და საოცრად ბედნიერი ვიყავი, როდესაც მამამ დამიძახა და მითხრა: შვილო, ნინო, დღეს არ წაგისვია ჩემთვის ზეთიო. მაშინ მივხვდი, რომ მან იწამა საკურნებელი ზეთის ძალა. ერთი კვირის შემდეგ, როდესაც მამა კვლავ მივიდა ექიმთან და გადაიღო სურათი, ექიმმა თვალებს არ დაუჯერა, გაიკვირვა და თქვა: საოცარია, ერთი კვირის განმავლობაში ჩემი გამოწერილი წამლებით ასეთი სრული განკურნებაო. დიდება უფალს.
ნ. ლონდარიძე
თბილისი, 2011 წ.

|