[ 5 ]

ამტკივდა სიბრძნის კბილი და მჭირდებოდა ოპერაცია. რამდენჯერმე ვიცხე მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული ზეთი. კბილის ტკივილი გამიჩერდა და არც ოპერაცია აღარ დამჭირდა.
სალომე, 2011 წ.

მაწუხებდა კისრის და ბეჭების ტკივილი. რამდენჯერმე ვიცხე მამა გაბრიელის ზეთი და ვთხოვდი, რომ ტკივილს გაევლო. მალე ტკივილი გაქრა.
ზოია, 2011 წ.

ჩემი მეგობარი რუსუდან მეტრეველი 13 წლის დაოჯახებული იყო და შვილი არ ჰყავდა. არც დაფეხმძიმებულა ამ დროის განმავლობაში. 2004 წ. მოვედით მამა გაბრიელის საფლავზე და დედა პარასკევას ვთხოვეთ დალოცვა. დედაომ მუცელზე მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლით ჯვარი გარდასახა. რამოდენიმე თვეში რუსუდანი დაფეხმძიმდა და მარიამი შეეძინა. შემდგომ მას მეორე ქალიშვილიც შეეძინა.
დიდება უფალს.
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი, 2011 წ.

4 წელი შვილს ველოდებოდით, მაგრამ არ გვიჩნდებოდა. გაბრიელ ბერს გულით შევთხოვეთ და 1 თვეში მეუღლე დაფეხმძიმდა. ექიმსაც და მეუღლესაც უკვირდათ, რადგან ყოველივე ეს შეუძლებელი იყო. უფლის წყალობით და გაბრიელ ბერის შემწეობით ჩვენ უკვე შვილის ველოდებით. მადლობა უფალს! მადლობა გაბრიელ ბერს!
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი, 2011 წ.

ბავშვს დაუსვეს მძიმე დიაგნოზი - თავის ავთვისებიანი სიმსივნე. მამა გაბრიელის საფლავზე მოსვლის შემდეგ დაიწყო დიდი სასწაულები. ბავშვს არანაირი მკურნალობა არ ჩატარებია. გადავუღეთ თავზე განმეორებით სურათი და მოხდა სასწაული - დაუდგინეს სისხლჩაქცევა და სხვა არაფერი. ბავშვი ახალ ბევრად უკეთ არის.
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი
2011 წ.

მამა გაბრიელის საფლავიდან ზეთის სასწაულებრივი სამკურნალო თვისებების შესახებ ადრეც მსმენოდა, მაგრამ რაც ჩემი თვალით ვიხილე და საკუთარ თავზე გამოვცადე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩემი სოხუმელი მეგობარი, თენგიზ იაშვილი ავტოავარიაში მოყვა და უმძიმესი ტრამვები მიიღო. წლების განმავლობაში ფეხის კოჭის არე უსივდებოდა და ტკივილები სტანჯავდა. მას შემდეგ, რაც მას ზეთი ჩავუტანე და წესისამებრ მოიხმარა, თენგიზს უკვე პრობლემა მოეხსნა. პირადად მე მარჯვენა ფეხის წვივზე მრავალი წლის განმავლობაში გამონაყარი და აქერცვლა მაწუხებდა, რასაც თან სდევდა აუტანელი ქავილი და სისხლდენა. ექიმები სხვადასხვა დიაგნოზს მისვამდნენ (ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი და ა.შ.) არავითარმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ხანმოკლე, თითქოსდა განკურნების შემდეგ რეციდივი ისევ მეორდებოდა. ერთ მართლაც და მშვენიერ დღეს დავიწყე მამა გაბრიელის ზეთის წასმა წესისამებრ დაავადებულ ადგილზე. ორი კვირის შემდეგ ქერცლი გაქრა, იარები მოისპო და დარჩა მხოლოდ სიწითლე, რამაც ერთ თვეში გაიარა. აგერ უკვე მეორე წელია, ჩემი დისკომფორტის შესახებ აღარც კი მახსოვს. მყავს სამი შვილიშვილი, რომლებიც ხშირად ავადმყოფობდნენ (გაციება, ხველა, სურდო, ალერგია). დედა პარასკევას რჩევით ბავშვებს ბალიშისპირში პატარა პარკით მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული მიწა ჩავუდეთ, რის შემდეგაც ისინი გაცილებით იშვიათად ავადმყოფობენ.
რომან ბაქრაძე
2011 წ.

ჩემი 3 თვის გოგონა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ჰქონდა გაუწყლიანება და გვიკვდებოდა. სახლში ხატებთან გვეკიდა მამა გაბრიელის ფოტო. ბავშვმა სურათისკენ გაიწია, მე ხელში ავიყვანე და როდესაც ხატებთან მივიყვანე, ბავშვი მოეფერა მამა გაბრიელის ფოტოს და ყველას გასაკვირად წარმოთქვა “მამაო”. მას შემდეგ ბავშვი გამოჯანმრთელდა.
ქეთევანი,
თბილისი, 2011 წ.

თითის ძვალზე მქონდა წანაზარდი. დილის ლოცვის შემდეგ ვიცხე მამა გაბრიელის ზეთი. სახლიდან გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი. საჭეს მოვკიდე თუ არა ხელი ხრაშუნი მომესმა და თითის წანაზარდი დაიშალა.
დავითი

2004 წ. დამემართა ინფარქტი. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მომინდა მამა გაბრიელის საფლავზე მისვლა. ხელის გულებით შევეხე მის საფლავს და ორივე ხელი გამითბა მკლავებამდე. შემდეგ, დედა პარასკევამ მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლით მკერდზე ჯვარი გადამსახა. მას შემდეგ უცბათ მოვიკრიბე ძალები და დღემდე კარგად ვარ.
ილია ჯიშკარიანი
თბილისი, 2011წ.
ქალბატონი ტყუპებზე იყო ორსულად და სისტემატურად იღებდა მამა გაბრიელის ზეთს. მშობიარობისას, როდესაც პირველი ტყუპისცალი დაიბადა ქალბატონის მდგომარეობა უეცრად გაუარესდა და დაკარგა გონება. დაინახა, რომ მამა გაბრიელმა გაიარა სამშობიაროში. ქალბატონი მყისიერად გამოვიდა მდგომარეობიდან და მეორე ბავშვიც უპრობლემოდ დაბადა.
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი
2011 წ.

ქალბატონს სახეზე ამოდიოდა თმები. მას შემდეგ, რაც დაიწყო მამა გაბრიელის საფლავის კანდელის ზეთის ცხება - კანი სრულიად გაეწმინდა.
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი
2011 წ.

შემთხვევა მოხდა 1989 წელს. მამაკაცი გადმოვარდა მეორე სართულიდან და მიიღო უმძიმესი დაზიანებები, რის შედეგადაც სიკვდილი გარდაუვალი იყო. მამაკაცს ადრე ნანახი ჰყავდა მამა გაბრიელი, რომელმაც უთხრა - ”სამთავროს მონასტერში იარე და დაგეხმარებიო”. უბედური შემთხვევა მოხდა საღამო ხანს. იმხანად საქართველოში დაძაბული მდგომარეობა იყო და სასწრაფო მანქანის გამოძახება გართულდა. უეცრად, გზაზე გამოჩნდა სასწრაფო დახმარების მანქანა ე.წ. ”რეანომობილი”, რომელიც აუცილებელი იყო დაშავებული მამაკაცის გადასარჩენად. რეანომობილით კი გადაყავდათ პაციენტი, რომელსაც ინსულტი ქონდა და მძიმე მდგომარეობაში იყო. სწორედ მას მოესმა ხმაური და ექიმებს ჰკითხა თუ რა ხდებოდა გზასთან. როდესაც სიტუაცია გაირკვა სასწრაფოში მყოფმა პაციენტმა ექიმებს მიმართა - თქვენ იმ ჩამოვარდნილ კაცს მიხედეთ, მე ახლა უკეთ ვარო.
ორივე მამაკაცი გადაურჩა დაღუპვას და გამოჯანმრთელდა.
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი
2011 წ.

საშვილოსნოზე მრავალკამერიანი კისტა მქონდა და ოპერაცია იყო საჭირო, მაგრამ მამა გაბრიელის საფლავის კანდელის ზეთის ცხების და მიღების შემდეგ კისტა გაქრა.
ნინო მჭედლიშვილი
2011 წ.

4 წელი არ ვფეხმძიმდებოდი. მოვილოცე მამა გაბრიელის საფლავი; ზეთით ჯვარი გადავისახე და მალე დავფეხმძიმდი.
მარიამი
2011 წ.

ხერხემლის თიაქრის გამო მტანჯველი ტკივილები მაწუხებდა. ექიმებთან მკურალობამ და მედიკამენტებმა შედეგი რომ ვერ გამოიღო, კეთილი ადამიანების რჩევით მამა გაბრიელის საფლავზე მოვედი და ვთხოვე, ამ ტკივილებისაგან განვთავისუფლებულიყავი, ზეთიც წამოვიღე. ხერხემალზე, მტკივნეულ ადგილზე წასმისას მთელ ხერხემალზე უჩვეულო სითბო მეღვრებოდა და ტკივილი ნელ-ნელა მინელდებოდა. იმ დღიდან რამოდენიმე თვე გავიდა და უფლის ნებით და მამა გაბრიელის დახმარებით, ტკივილგამაყუჩებელი ორჯერ ჯერ თუ სამჯერ დავლიე მხოლოდ, მაშინ როცა კვირაში 2-3 ჯერ უნდა მიმეღო. ის საშინელი ტკივილებიც გადამავიწყდა.
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი
2011 წ.

1994 წლის ოქტომბერში ავარიაში გარდამეცვალა ერთადერთი შვილი 14 წლის ვაჟი. 1995 წლის გაზაფხულზე მოვედი მამა გაბრიელთან სანახავად. მინდოდა მეკითხა ჩემი შვილი სასუფეველში თუ იყო. მანამდე გაგონილი მქონდა მამა გაბრიელი სასუფეველს ჭვრეტსო. სამთავროში მე და ჩემი და ჩავედით. შემოგვეგება დედა პარასკევა და გვითხრა, რომ მამაო ავად არის და არავის არ ღებულობსო. მე გამობრუნებას ვაპირებდი, როცა დედა პარასკევამ მოსვლის მიზეზი მკითხა. მე მხოლოდ ის ვუთხარი, რომ შვილი გარდამეცვალა და რაღაც მინდა ვკთხო-მეთქი მამა გაბრიელს. დედა პარასკევამ გვთხოვა ცოტა ხანი დავლოდებოდით. შევიდა თვითონ მამა გაბრიელთან და როცა გამოვიდა, გვითხრა, რომ მიგვიღებდა და კელიაში შეგვიყვანა. როცა შევედით. მამა გაბრიელი იწვა. დიდხანს ხმა არ ამოგვიღია, შემდეგ დედა პარასკევა მომიტრიალდა და მკითხა, თქვენს შვილს მანქანა დაეჯახა არაო? დიახ მეთქი ვუპასუხე, მაგრამ იმ წუთში არ მიმიქცევია ყურადღება, თუ საიდან იცოდა. შემდეგ მამა გაბრიელს ვუთხარი შვილი გარდამეცვალა და მაინტერესებს სასუფეველშია თუ არა-მეთქი. მამა გაბრიელმა პირი იბრუნა კედლისკენ. კაი ხანი არ გადმობრუნებულა. შემდეგ გადმობრუნდა და მითხრა - სასუფეველშია, განა ისეთი რა დააშავაო. ამის შემდეგ დედა პარასკევამ გვითხრა მიდით ახლა და დაგლოცავთო. მე და ჩემი და მივედით და დაგვლოცა. იქიდან რომ წამოვედით დიდი სიმსუბუქე ვიგრძენი და თან სულ იმას ვფიქრობდი, დედა პარასკევამ საიდან იცოდა ჩემ შვილს რომ მანქანა დაეჯახა. ალბათ, მამა გაბრიელმა უთხრა ჩემს შესახებ სანამ შევიდოდით.
პატივისცემით, მეგი
2011 წ.

ბათუმში, დაქალის დედას ფეხი სტკიოდა და სოკოვანი ჩირქი სდიოდა. ჩავუტანე მამა გაბრიელის ზეთი. რამოდენიმეჯერ მოიხმარა და სრულიად მოურჩა ფეხი. დიდება უფალს. მამა გაბრიელის მადლი დაილოცოს.
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი
2011 წ.

არ ვფეხმძიმდებოდი. ექიმმა მითხრა შვილი ჯერ არ გეყოლებაო. დავლიე მამა გაბრიელის ზეთი 3-ჯერ. დავფეხმძიმდი და შვილი გვეყოლა.
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი
2011 წ.

წელიწადნახევრის წინ ვიყავი მოსული მამა გაბრიელის საფლავზე, ფილტვების ანთება მქონდა. რწმენით მივიღე მამა გაბრიელის ზეთი და ვილოცე. 2 დღის მერე ექიმთან რომ მივედი, მთლიანად განკურნებული ვიყავი. დიდი მადლობა უფალს და მამა გაბრიელს.
თამარ ჯინაშვილი
2011 წ.

მუშაობის დროს თვალში ჩამივარდა და ჩამერჭო ”ბალგარკის” გამოსროლილი რკინის ნაწილაკები. ექიმმა ოპერაციით ამოიღო ერთი ნაწილი. რამდენიმე დღეში იმ თვალზე გამომივიდა ბარდის მარცვლისოდენა მტკივნეული ჯიბლიბო, რომელიც მაწუხებდა 2 თვის მანძილზე. არ მიშველა სამედიცინო პრეპარატებმა. ღამით, ძილის წინ წავისვი და თვალში ჩავიწვეთე გაბრიელ ბერის ზეთი. მოხდა სასწაული - დილით ეს გამონაზარდი მთლიანად დაცლილიყო ჩირქისგან და დარჩენილი რკინის ნაწილებიც გარეთ გამოსულიყო. ასე დამეხმარა მამა გაბრიელი. დიდება უფალს და მადლობა მამა გაბრიელს.
მალხაზ კურკუმული
2011 წ.

მკერდზე გამიჩნდა კელოიდური წარმონაქმნი. გამოვიყენე მამა გაბრიელის ზეთი და მოხდა სასწაული - დაავადება გაქრა და მოვრჩი.
ხათუნა
2011 წ.

მქონდა სიმსივნური წარმონაქმნი სასქესო ადგილას. ძალიან მეშინოდა ექიმთან მისვლის. წავედი მამა გაბრიელის საფლავთან და ვთხოვე განკურნება. თან წამოვიღე ზეთი, ვიცხებდი და ვსვამდი დილით უზმოზე და ვევედრებოდი მამა გაბრიელს. ერთ კვირაში ყველაფერმა ჩაიარა და კარგად გავხდი. დიდი მადლობა მამა გაბრიელს.
ქ. წ.
თბილისი

მქონდა შარდის ბუშტის ანთება და განვიკურნე.
დარიკო
კახეთი

ორი წლის წინ შემეძინა ვაჟიშვილი ნიკოლოზი. ჩემი პატარა სულ რაღაც 2 თვის იყო, როცა გაგვაგზავნეს ონკოლოგიურ ცენტრში, სადაც ბავშვს ჰემანგიომა დაუდგინდა. საჭირო იყო ოპერაცია. ბავშვი წავიყვანე მამა გაბრიელის საფლავზე, დავაწვინე და გულმხურვალედ შევთხოვე მამა გაბრიელს ჩემი პატარას განკურნება. პატარა ნიკლოზი განიკურნა; ჰემანგიომა უკვალოდ გაქრა და ოპერაცია აღარ დასჭირდა. ბავშვი უკვე ორი წლისაა და ჰემანგიომის კვალიც აღარ ჩანს.
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი
2011 წ.
ვარ ავადმყოფი და როდესაც გავიგე გაბრიელ ბერის საფლავზე არსებული მადლის ძალა, მეც მივაკითხე მადლიან მიწას და იქ განსვენებულ გაბრიელ ბერის საფლავთან ვილოცე, ავიღე კანდელის ზეთი და მიწა საფლავიდან. იმ დღეებში მე და ჩემმა შვილმა დავიზიანეთ ფეხები. პირველად მე გავიკეთე პროცედურა. 2 საათში ტკივილი გამიყუჩდა და დღემდე არც განმეორებულა. შვილს ფეხი თაბაშირში ჰქონდა შეხვეული, მაგრამ ტკივილი ვერ აიტანა და მოიხსნა. ვურჩიე მასაც წაესვა ბერი გაბრიელის საფლავიდან წამოღებული ზეთი და მიწა. მოხდა სასწაული - ერთი დღის მერე ფეხი მოურჩა. დიდება უფალს და გაბრიელ ბერის სულის მადლს.
ვალოდია
2012 წ.
მძიმე სნეულებისგან ლოგინად ჩავვარდი და ვერ ვდგებოდი. სიზმარში ვნახე მამა გაბრიელი, რომელმაც შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა: ”ეს ქალი განწმინდეთ და განკურნეთ”-ო. გამომეღვიძა. ვიგრძენი, რომ თავს კარგად ვგრძნობდი. შემდეგ ისევ ჩამეძინა. სიზმარში ვხედავი, რომ ახლოს ვარ უფალთან და ვთქვი - ”ესე ახლოს შენთან არასდროს არ ვყოფილვარ, უფალო”. გამომეღვიძა. საწოლზე წამოვჯექი. კარგად ვიყავი და დავიწყე ლოცვა მეტანიებით. ამ დროს დედამთილი შემოვიდა ოთახში და გაკვირვებულმა მკითხა ”კვდებოდი და ეხლა მეტანიებს როგორ აკეთებო”. მე კი ვუპასუხე ”ეხლა დამაცადე და მერე ყველაფერს მოგიყვები”. მას შემდეგ სრულებით განვიკურნე.
სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი
2012 წ.
მარიამი იყო 2 წლის, როდესაც ექიმებმა სმენის დაქვეითების დიაგნოზი დაუსვეს. შემდგომში დანიშნეს ყურის ოპერაცია, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ წამოგვეყვანა ბავშვი მცხეთაში, დედათა მონასტერში. დავდიოდით ყოველ შაბათ-კვირას. დედა პარასკევა ლოცვას უკითხავდა და მამა გაბრიელიოს ზეთს სცხებდა. 3 წელი ვიარეთ მცხეთაში და ბავშვი ღმერთის წყალობით განიკურნა. ახლა მარიამი 9 წლის გოგოა, მუსიკალური ნიჭით არის დაჯილდოებული და უკრავს ფორტეპიანოზე. ახლა მას არანაირი პრობლემა აღარ აქვს. მადლობა დედა პარასკევას. ნამდვილი საოცრება მოხდა. ექიმების ჩარევის გარეშე ბავშვი განიკურნა. ახლახანს მარიამი საზღვარგარეთ გაემგზავრა მუსიკალურ კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად.
2012 წ. აპრილი
განვიკურნე მამა გაბრიელის ზეთით. მქონდა პრობლემები მკერდზე და ერთ კვირაში ყოველგვარი წამლების გარეშე, მხოლოდ ზეთსცხებით განვიკურნე.
ლაურა
2012 წ. აპრილი
პირველი და მეორე ბავშვის მშობიარობაზე მკერდში გამიშრა რძე. შემდეგი ორსულობისას (ტყუპებზე) მამა გაბრიელს ვთხოვე, რომ რძე ჩამდგომოდა და დროდადრო მამა გაბრიელის ზეთს ვიცხებდი. მართლაც მოხდა სასწაული და ტყუპების გაჩენის შემდეგ რძე მომივიდა. მიუხედავად იმისა, რომ თავს ხელს ვერ ვუწყობდი აუარებელი საქმის გამო, პატარებს 2 თვე მაინც ვაწოვებდი. მეორე სასწაული კი მაშინ მოხდა, როცა ხელზე და ფეხზე რაღაც კანის დაავადება გამოჩნდა. ექიმმა (საკმაოდ ცნობილმა) მითხრა, რომ ფსორიაზი მქონდა. მე მამა გაბრიელის საფლავზე მივედი, ვიცხე მამა გაბრიელის ზეთი და სრულიად განვიკურნე.
2012 წ. აპრილი

|