|
|
||
|
|
||
|
[ 8 ] ![]()
2018 წლის თებერვალში ვიღებდი სიუჟეტს წმ. გაბრიელ ბერის შესახებ.
დღის მეორე ნახევარში მანქანით მოძრაობისას გზიდან გადავარდი ყინულოვან ციცაბო ხრამში. ჩემი მსუბუქი მანქანით მსგავს სიტუაციაში მანევრირება შეუძლებელია. მანქანა უკონტროლოდ მიექანებოდა და სიკვდილიც უკვე მიმზერდა საქარე მინაში. შიშმა შემიპყრო. ჩემ შვილებზე და მშობლებზე ფიქრმა გამიელვა. ძარღვებში სისხლი გამეყინა. ვყვიროდი: ”უფალო! შემიწყალე! მამა გაბრიელ, თუ მისმენ, გააკეთე რამე. ” მანქანა უცბათ მკვეთრად გაჩერდა ციცაბო ყინულოვან დაღმართზე. შევძელი მანქანის შემობრუნება. უცნობმა ძალამ, თითქოს ხელი ჩამჭიდა და მაღლა, პირდაპირ გზაზე დამაბრუნა.
წარმოიდგინეთ, რუსული ლადა "კალინა" როგორ ადის მოყინულ, 70 გრადუსით დახრილ ფერდობზე . მსგავს სიტუაციაში მაღალი კლასის ჯიპიც კი ვერ შეძლებდა ასვლას. წმინდანები გვერდში გვიდგანან. წმ გაბრიელ ბერმა დახმარების ხელი გამომიწოდა. არ დაგვტოვო წმ. მამაო, ჩვენგან მიტოვებულო! ეს იყო სასწაულებრივი ხსნა. მე, ცოდვილისთვის - დიდი შეგონება. რაც დავწერე, ყველაფერი სიმართლეა! ეკატერინა ხუდაკოვა სატელევიზიო არხის Seim-ის (კურსკი) დიქტორი 2018 წლის 20 თებერვალი ![]()
ერთი კვირის წინ დავბრუნდით სამთავროდან და მაშინვე ვიგრძენით ჩვენი საყვარელი წმ. მამა გაბრიელის საოცარი მადლი და შემწეობა. ბავშვს მთელი ღამე ახველებდა. შეტევა წუთითაც კი არ ჩერდებოდა. რა არ ვიღონეთ, მაგრამ უშედეგოდ. გამახსენდა, სამთავროში წმ. მამა გაბრიელის ლუსკუმასთან ნაკურთხი ქუდი. ბავშვს გულთან დავადე და ხველება წუთში შეუჩერდა. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჩემს შვილს 39 ° C სიცხე ჰქონდა, წმ. მამა გაბრიელის ქუდი დავადე ჯერ მკერდზე, და მერე მუცელზე. ტემპერატურამ მაშინვე იწყო კლება, თუმცა მანამდე ვერანაირი საშუალებით ვერ დავუწიეთ სიცხე. აი ასეთი სასწაულები მოგვივლინა წმ. მამა გაბრიელმა. ითხოვეთ, და მოგეცემათ!
მ.ა. ისაევა. მოსკოვი, 2018 ![]()
ვმადლობ წმ. მამა გაბრიელს, რომ მისდამი ლოცვის პირველივე წაკითხვისას განმკურნა კენჭისგან, რომელიც რამოდენიმე კვირა ტკივილით მაწამებდა. არანაირი წამალი არ მშველოდა! წმ. მამა გაბრიელი კიდევ ერთხელ დამეხმარა, როდესაც მტკიოდა წელი. ვიცხე ზეთი და ტკივილმა უმალ გამიარა.
დიდი მადლიერებით,
ვალენტინა გალკინა კალუგა, 2018 ![]()
წმ. მამა გაბრიელი დაეხმარა ჩემს 9 წლის შვილს მიხეილს, რომელსაც ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმა აქვს! ჩვენს ეკლესიაში მოაბრძანეს წმ. მამა გაბრიელის ხატი მისი წმიდა ნაწილით. პატარა მიშას ვერ ამოძრავებს ფეხებს და მარცხენა ხელი. ბავშვი მივიყვანეთ ხატთან და შემდეგ ისევ ეტლში გადავსვით. უცბათ, მიშამ მარცხენა ხელი შემახო. ამასთან, ხელი იყო სრულიად მოდუნებული, ჩვეული დაჭიმვის გარეშე! 9 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო! სულში ვიგრძენით საოცარი სიმსუბუქე და სინათლე. წმიდაო მამაო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
კალუგა, 2018 ![]()
ჩემი ქრისტესმიერი დის შვილი ვიაჩესლავი მუშაობდა კვირა დღეს. საღამოს, დანის ლესვისას თვალში ჩაუვარდა რკინის ნაწიბური. თვალი გაუსივდა და ძლიერ ასტკივდა. არანაირმა წვეთებმა არ უშველა. მაშინ მან შემწეობისთვის მიმართა წმ. მამა გაბრიელს - „მამაო, შემეწიე“. მაგრამ უშედეგოდ. მეორეჯერ სთხოვა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. მესამედ, სასოწარკვეთილმა კვლავ შესთხოვა: „მამაო, ქრისტეს გულისთვის, მიშველე!“, წამოწვა და ასეთი რამ დაინახა: მასთან მივიდა წმ. მამა გაბრიელი, შეხედა, შემდეგ ორიოდე მეტრით გაიწია, ამოიღო ჯვარი, მხრებზე დაადო და წავიდა. ვიაჩესლავმა თვალები გაახილა და არანაირ ტკივილს აღარ გრძნობდა!
დიდება უფალს და წმ. მამა გაბრიელს! მონოზონი არსენია ვლადიმირი, 2018 ![]()
ვლოცულობდი და წმ. მამა გაბრიელს ვთხოვდი შემწეობას. ვიცხებდი ზეთს. ნაწლავზე მქონდა პოლიპი და უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. დღეს ბიოფსია უნდა აეღოთ, მაგრამ პოლიპი გაქრა!
დიდება უფალს! ტატიანა, 2018 ![]()
2016 წელს ანგელოზის დღეს მაჩუქეს მომცრო წიგნი წმ. მამა გაბრიელზე. ყდაზე გამოსახულია ოდნავ მომღიმარი, პირნათელი ბერი. წავიკითხე წიგნი, ვუყურებ ფოტოს და მივმართავ წმ. გაბრიელს: „მამაო, ვერ შევძლებ შენთან ჩამოსვლას, ვერანაირად, ძალიან შორია, და არ მაქვს არანაირი შესაძლებლობა“. ღვთის წყალობით და წმ. მამა გაბრიელის ლოცვით იმავე წელს ჩამოვედი დაუვიწყარ საქართველოში და მოვილოცე წმ.მამა გაბრიელის საფლავი სამთავროს მონასტერში.
დიდება უფალს ყოველივესთვის! ტატიანა მოსკოვი, 2018 ![]()
აღმომაჩნდა კისტა. უნდა გამეკეთებინა ოპერაცია და ამოეჭრათ კისტა საკვერცხესთან ერთად. სამთავროს მონასტრის მოლოცვის შემდეგ, სადაც წმ. გაბრიელ ბერის წმიდა ნაწილებია დაბრძანებული, მოხდა სასწაული! კისტა გაქრა!
დიდება უფალს, დიდება წმ. მამა გაბრიელს!
ელენა რუსეთი, 2018 ![]()
მადლობა უფალს ყველაფრისთვის! საკვირველ არია შენი საქმენი, უფალო. წმ. მამა გაბრიელის ლოცვებით განვიკურნე მკერდის სიმსივნისგან! ჩემმა სულიერმა მოძღვარმა კურთხევა მომცა მელოცა და მეთხოვა წმ. მამა გაბრიელისთვის დახმარება. ვცდილობ კურთხევა ყოველ დღე შევასრულო. ძლიერ მწამს წმ. მამა გაბრიელის მეოხების!
წავიკითხე წიგნი მის შესახებ და კიდევ უფრო მეტად მწამს მისი ლოცვითი შემწეობა და მეოხება უფლისა და ღვთისმშობლის წინაშე.
უფლის მხევალი ლიუბოვ, 2018 ![]()
წმ. მამა გაბრიელს შესახებ გავიგე 2017 წლის ზაფხულში, და მას შემდეგ ის გახდა ჩემი საყვარელი წმიდანი. ირგვლივ მრავალი სასწაული მოხდა ამ დიდი წმინდანის ლოცვით! ძალიან მინდოდა მეორე შვილის გაჩენა. 40 დღე ვკითხულობდი წმ. მამა გაბრიელის დაუჯდომელს. ერთი თვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი! მადლობა მამა გაბრიელს! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!!!
ალექსანდრა (საბინა) დადამიანი 2019 წლის 9 იანვარი ![]()
მოსკოვში ჩამოაბრძანეს წმ. გაბრიელ ბერის ხატი. მოვილოცეთ ეკლესია და შევიძინეთ წიგნი „ბერის დიადემა“, რომელიც დიდი სასოებით წავიკითხეთ. სახლში დავკარგეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც დიდი მონდომებით ვეძებდით 2 დღის განმავლობაში, თუმცა უშედეგოდ. შევევედრეთ წმ. გაბრიელ ბერს და მყისიერად მიგვენიშნა ადგილი. დოკუმენტი 1 წუთში ვიპოვეთ, მაშინ, როცა იმედიც კი აღარ გვქონდა. დიდება უფალს.
მადლობა ჩვენს საყვარელ წმ. მამა გაბრიელს! ანგელინა, 2019 ![]()
ვცხოვრობ მოსკოვში. წმ. მამა გაბრიელის შესახებ გავიგე კონსტანტინე ცერცვაძისგან. ვნახე დოკუმენტური ფილმი და წავიკითხე წიგნი. მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც სახეზე მქონდა წითელი გამონაყარი. ხშირად ვსვამდი ყავას, რაც მწყენდა. დავიწყე წმ. მამა გაბრიელის ზეთის ცხება და უზმოზე სეფისკვერის მიღება. პირველივე დღიდან გამიქრა ყავაზე მოთხოვნილება და დავიწყე გამოჯანმრთელება.
დიდება უფალს!
დიდება შენ. წმ. მამა გაბრიელ! ია, მოსკოვი, 2019 ![]()
2019 წლის იანვარში მოვილოცე წმ. გიორგის ეკლესია მოსკოვში, ვემთხვიე წმ. მამა გაბრიელის ხატს და შევიძინე წიგნი, დაუჯდომელი და კანდელის ზეთი სამთავროს მონასტრიდან. რამდენიმე დღის შემდეგ ხელიდან გამივარდა ძალიან მძიმე ყუთი და დავიზიანე ტერფი. ტკივილისგან ლამის გონება დავკარგე. გამახსენდა, რომ მქონდა წმ. მამა გაბრიელის ზეთი. უმალ წავიკითხე „მამაო ჩვენო“ და ვიცხე ზეთი. შევევედრე, წმიდაო მამა გაბრიელ, მიშველე, განმიკურნე ფეხი! საღამოს კიდევ ერთხელ ვიცხე ზეთი. დილით კი აღარც მახსოვდა, თუ რომელი ფეხი ვიტკინე! დიდება უფალს!
წმ. მამა გაბრიელ, ევედრე ქრისტეს შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ნინა მოსკოვი, 2019 ![]()
2007 წლიდან დამიდგინეს დიაგნოზი - ლიმფომა (ლიმფოსისტემის ონკოლოგიური დაავადება). რამდენიმე რეციდივის შემდეგ (2011, 2012,2014) ნათელი გახდა, რომ სტანდარტული ქიმიოთერაპიული მკურნალობა არ იძლეოდა შედეგს. 2015 წელს შევიტყვე წმ.მამა გაბრიელის ხატების მირონდენის შესახებ თბილისში. წმინდა ნაწილების მოლოცვის და მირონის ცხების შემდეგ, შევევედრე, დამხმარებოდა ამ გამოუვალ სიტუაციაში. და მართლაც, ჩემს ცხოვრებაში მოხდა სასწაული: შეჩერდა დაავადების სწრაფი განვითარება. რამდენიმე ხანში კი შემომთავაზეს ახალი მეთოდი, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი. ჩვენი განყოფილებიდან სულ რამდენიმე პაციენტი ვმონაწილეობდით ამ ექსპერიმენტალურ მკურნალობის პროგრამაში. რამდენიმე პაციენტს არ უშველა, ხოლო მე, წმ. მამა გაბრიელის ლოცვით დავიწყე გამოჯანმრთელება. ექიმებს არ ეჯერათ, რომ ძვლის ტვინში სიმსივნური პროცესი შეჩერდა. ამერიკელი ექიმებიც კი ეჭვობდნენ, რომ მსგავსი რამ შესაძლებელია!
წმიდაო მამა გაბრიელი, ევედრე უფალს რათა შეგვიწყალოს! ნატალია, რუსეთი, 2019 ![]()
იანვრის დასაწყისში მოვილოცე ყოვლადწმიდა სამების ტაძარი პიატნიცკაიაზე. შევიძინე წიგნი წმ. მამა გაბრიელზე. ამ ტაძარში ვიცნობ ქალს, რომლის შვილიც იყო მძიმედ სნეული და წმ. მამა გაბრიელმა განკურნა სასწაულებრივად. წიგნს გულმხურვალედ ვკითხულობდი და წმ. მამა გაბრიელს ცრემლით და დიდი რწმენით შევთხოვდი განკურნებას. ძალიან მტკიოდა ფეხები, ნორმალურად სიარულიც კი არ შემეძლო და ტკივილისგან ვკიოდი. ვილოცე, შევთხოვე წმ. მამა გაბრიელს შველა და ზუსტად 2-3 დღის შემდეგ სრულებით განვიკურნე! ეხლა ნორმალურად დავდივარ და ძალიან მადლიერი ვარ წმ. მამა გაბრიელის.
მადლობა უფალს ყველაფრისთვის! წმ. მამა გაბრიელ, ევედრე ღმერთსა რათა შეგვიწყალოს. ფოტინია 2019 წ. ![]()
წმ. მამა გაბრიელის ლოცვით უფალმა შემიმსუბუქა ტანჯვა უკურნებელი დაავადებისგან. 3 კვირა ვმკურნალობდი საავადმყოფოში. მაგრამ, მყისიერად განვიკურნე, როცა ვემთხვიე წმ. მამა გაბრიელის წმ. ნაწილი, რომელიც დედა მარიამმა (გლუშენკო) მოაბრძანა. ეს სიწმიდე სამთავროს მონასტერის იღუმენია ქეთევანმა (კოპალიანი) გადასცა კემეროვოს დედათა მონასტრის იღუმენია მიხაილას (ფაიზულინა). უსაზღვროდ მადლიერი ვარ ამ ქართველი წმინდანის. მის სასწაულებრივ მეოხებაზე უსაზღვროდ შეიძლება საუბარი.
ეს თემა ამოუწურავია! ირინა მოსკოვის ოლქი, 2019 ![]()
მე, ალექსანდრე მანსუროვი ვარ კაზანის ღვთისმშობლის ეკლესიის მრევლი წ. ტროიცკში. მინდა მოგიყვეთ სასწაულებრივი ისტორია, რომელიც შეგვემთხვა წმ. მამა გაბრიელის ეკლესიის მოლოცვისას თბილისში. ჩვენმა ჯგუფმა მოილოცა წმ. მამა გაბრიელის ეკლესია. ჩვენი ერთ-ერთი ბავშვი იგორი სკამიდან გადავარდა და ჩავარდა 2 მეტრის სიღრმის სარდაფში. ბავშვმა თავის ბაბუას, მამაო ლევს მოუყვა, რომ ჩავარდნისას, სარდაფში ვიღაცამ ხელით დაიჭირა და რბილად დაუშვა იატაკზე. იგორს არაფერი დაშავებია! ეს შემთხვევა მოხდა 6-7 ივლისს, 2018 წ.
ალექსანდრე მანსუროვი 2019 წ. რუსეთი ![]()
მე. ეკატერინა ალექსანდროვა 2018 წ. ქ. კურსკში ვემთხვიე წმ. მამა გაბრიელის ხატს. ძალიან შევევედრე, რომ შვილი მოეცა უფალს. იმავე თვეს დავფეხმძიმდი. თუმცა, ექიმები მეუბნებოდნენ, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ბავშვის გაშენა არ შემეძლო. წმ. მამა გაბრიელის ლოცვით და უფლის წყალობით ველოდები ვაჟს ოქტომბერში, წმ. მამა გაბრიელის ხსენების დღეს.
მადლობა უფალს, რომ ეს სიწმიდე მობრძანდა ჩვენთან! ეკატერინა 2019 წ. ![]()
უფალმა დაგლოცოთ, რომ ჩამოგვიტანეთ წმ. მამა გაბრიელის ზეთი. ძლიერ მტკიოდა წელი. ზეთი ერთხელ ვიცხე, ვილოცე და ტკივილმა სრულებით გამიარა.
ანნა, რუსეთი, 2018 ![]()
მქონდა ქალური ჯანმრთელობის პრობლემები და დიდი ხნის განმავლობაში არ შემეძლო დაფეხმძიმება. ჩვენთან, ქ. კურსკში ჩამოაბრძანეს წმ. მამა გაბრიელის სასწაულთმოქმედი ხატი. ეს შემთხვევით გავიგე და მაშინვე დავიწყე ხატის მოლოცვა ყოველ დღეს. ვევედრებოდი, რომ ეშველა ჩემთვისაც. იმავე თვეს დავფეხმძიმდი. ახლა, მე და ჩემი მეუღლე ვაჟს ველოდებით.
ოლგა, 2018 წ. ![]()
მსურს დიდი მადლობა გადავუხადო წმ. მამა გაბრიელს. ზუსტად ერთ დღეში გამოვლინდა ჩემი დაავადების მიზეზი. საშინლად მტკიოდა თავი და კბილები. კვირანახევარი ექიმები ვერაფერს ვერ მშველოდნენ, არც წამლები მიყუჩებდა ტკივილს. გავიგეთ, რომ ჩამოაბრძანეს წმ. მამა გაბრიელის ხატი და დედასთან ერთად წავედით ეკლესიაში მოსალოცად. მეორე დღესვე მოხდა სასწაული - ღრძილიდან ჩირქოვანი კისტა გამოვიდა, რომელსაც ექიმები ვერანაირად ვერ ამჩნევდნენ აქამდე. მინდა, რომ წმ. მამა გაბრიელი ყოველთვის გვეხმარებოდეს მე და ჩემს ახლობელებს.
გმადლობ შენ, წმიდაო მამა გაბრიელ მეოხებისთვის!
ვერა 2018 წ. ![]()
დიდება უფალს. წმ. მამა გაბრიელის ლოცვით ბავშვმა ლაპარაკი დაიწყო. ბავშვი 3,5 წლისაა.
ბავშვი ვერ ლაპარაკობდა. დავდიოდი ექიმებში. მეუბნებოდნენ, რომ ბაღში როცა დაიწყებდა სიარულს, ალაპარაკდებოდა. ტელევიზიით გავიგე, რომ ჩამოაბრძანეს წმ. მამა გაბრიელის ხატი. შვილთან ერთად წავედი ეკლესიაში. ვნაზე დედ მარია. მოვუყევი ჩვენი მდგომარეობა. დედაომ მითხრა, თუ როგორ უნდა მელოცა და მეცხო ზეთი ბავშვისთვის. ყველაფერი გავაკეთე, ისევ დავბრუნდი ეკლესიაში ხატთას სამთხვევად და ჩვენს თვალწინ მოხდა სასწაული - ბავშვმა დაიწყო ლაპარაკი. ამბობს მოკლე წინადადებებს, ახალ სიტყვებს. ჯერ კიდევ მთლად კარგად ვერ გამოთქვამს, მაგრამ ცდილობს. მწამს, რომ წმ. მამა გაბრიელის მადლით უფალმა მოგვხედა.
დიდება უფალს. წმ. მამაო გაბრიელ. შეგვეწიე!
ქსენია, რუსეთი, 2018 ![]()
მე, ლია გავრილოვნა ფომინა ვარ კემეროვოს ყველაწმიდას ეკლესიის მეფსალმუნე. მრავალი წლის განმავლობაში ვიტანჯებოდი ტროპიკული წყლულით და შესიებულო მქონდა ტერფები. წავიკითხე წმ. მამა გაბრიელის დაუჯდომელი. ცრემლებით ვევედრებოდი შველას. სახლში, საღამოს კიდევ ერთხელ შევევედრე და წავისვი ზეთი სამთავროს მონასტრიდან. დილით, გამოღვიძებისთანავე შევამჩნიე, რომ წყლულები შეხორცდა და გასიებაც გამოქრა. ერთი კვირის თავზე კი წყლულების კვალიც კი აღარ იყო.
მადლობა უფალს, რომ ასეთი წმინდანი მოგვივლინა. ჩემი მისდამი მადლიერება უსაზღვროა! ლია. კემეროვო 2018 ![]()
წმ. მამა გაბრიელის მეოხებით ჩვენს ოჯახში განიკურნა ბავშვი. არანაირი წამალი არ შველოდა. დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ალერგიული გამონაყარი, რომელიც წყლულებად გადაექცა. ვილოცეთ, ყველა წყლულზე ვაცხეთ მისი წმიდა ზეთი და ზუსტად შემდეგ დღეს ყველაფერი შეუხორცდა. მეორე დღეს კი სრულებით განიწმინდა.
საკვირველ არიან შენი საქმენი, უფალო. მადლიერნი ვართ წმ. მამა გაბრიელის მისი მეოხებისთვის. ნუ დაგვივიწყებ, ჩვენ, ცოდვილებს წმიდაო მამაო გაბრიელ. ევედრე უფალსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კურსკი, 2018 წ.
ცხოვრობ ჟელეზნოგორსკში. ჩვენთან მოაბრძანეს წმ. მამა გაბრიელის ხატი. დავიწყე გაძლიერებული ლოცვა, რომ მეუღლეს დაენებებინა თავი ალკოჰოლისგან. ერთი დღეს კი არ მახსოვს, რომ არ დაელია. მეორე დღეს, ჩემდა გასაკვირად, ქმარი ეკლესიაში წავიდა და წმ. მამა გაბრიელის ხატს ემთხვია. ამის მერე ზიზღი გაუჩნდა ალკოჰოლის მიმართ და აღარ დაულევია.
დიდება უფალს. გმადლობთ, რომ ჩამოაბრძანეთ წმ. მამა გაბრიელის ხატი და მისი წმიდა ნაწილები. მადლობა წმ. მამა გაბრიელის, რომ დაგვეხმარა და ოჯახი გადაგვირჩინა. რაისა რუსეთი, 2018 ![]()
მსურს მოგიყვეთ ერთი სასწაულის შესახებ, რომელიც ჩვენს ეკლესიაში მოხდა. მოსალოცად მოვიდნენ დედა და ქალიშვილი. ემთხვივნენ წმ. მამა გაბრიელის ხატს და სთხოვეს, რომ სამსახურის პოვნაში დახმარებოდა. ტაძრიდან გასვლისთანვე ტელეფონზე დაურეკეს და შესთავაზეს სამსახური. სიხარულით მობრუნდნენ ტაძარში, გვაცნობეს და წმ. მამა გაბრიელს მადლობა გადაუხადეს.
დედა სპირიდონა რუსეთი, 2018 ![]()
ეკლესიაში მოვიდა ქალიშვილი, რომელმაც წმ. მამა გაბრიელს სთხოვა დახმარებოდა გათხოვებაში. ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა საქმროსთან ერთად. სულ მალე კი ჯვარი დაწიერეს.
დედა სპირიდონა რუსეთი, 2018 ![]()
დიდი ხნის განმავლობაში ვბრაზდებოდი ყველაზე, ყველაფერი მწყინდა. საკუთარი თავი კუთხეში მივიმწყვდიე და მთელი ცხოვრება უაზრო ჩხუბებში გავატარე. როდესაც მოვილოცე წმ. მამა გაბრიელის ხატი, სულ სხვა ადამიანი გავხდი. მთელი ბოროტება და წყრომა გამიქრა. ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს სულ სხვა თვალით დავუწყე ყურება. წმ. მამა გაბრიელის დახმარებით აღვივსე რწმენით და სიყვარულით.
ელენა რუსეთი, 2018
მასალა მოამზადა ირინა ახუნდოვამ
გამოქვეყნებულია https://pravoslavie.ru/126643.html წერილი იტალიიდან მსურს გიამბოთ ქ-ნი რიმას განკურნების ისტორიის გაგრძელება, რომელიც წმ. მამა გაბრიელის მეოხებით გამოჯანმრთელდა. წინა წერილში მოკლედ დავწერე, რომ იტალიაში, ქ. მილანის საავადმყოფოში მოვინახულე ქ-ნი რიმა, ვაზიარე და ვაცხე წმ. მამა გაბრიელის ხატის მირონი. პაციენტი წელს ქვემოთ პარალიზებული იყო. მირონის ცხენის შემდეგ კი დაუბრუნდა მგრძნობელობა და შემდგომში სიარულიც კი შეძლო ჯერ ყავარჯნებით, მერე კი ხელჯოხით. ეს სასწაული მოხდა 2015 წელს. ქ-ნი რიმა დაბრუნდა უკრაინაში და რამოდენიმე წელი აღარ მინახია. იტალიაში სამუშაოდ იყო ჩამოსული და ეს ტრამვაც სამუშაო პროცესში მიიღო. 2020 წელს ის კვლავ დაბრუნდა იტალიაში, უკვე სრულიად ჯანმრთელი, ხელჯოხის გარეშე! მოგვინახულა ეკლესიაში და მოგვიყვა თავისი სასწაულებრივი განკურნების დეტალები. იტალიელი ექიმების დასკვნით მას მიენიჭა 100% ინვალიდის სტატუსი, თუმცა დასკვნა არ იყო სამედიცინო კუთხით დამაჯერებელი, ექიმებს ეშინოდათ პასუხისმგებლობის აღების, რადგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრამვის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიას სრულად უნდა აენაზღაურებინა ზიანი. კიევში დაბრუნებისას ქ-ნი რიმამ გამოკვლევა ჩაიტარა ორ დამოუკიდებელ ინსტიტუტში და მიიღო ზუსტი სამედიცინო დიაგნოზი: იშემიური ინფარქტი დეპროჟ-გოტერონის არტერიის ბასეინში, რა დროსაც დაუზიანდა 6,5 სმ არტერია. გადატვირთვის შედეგად დაფიქსირდა ხერხემლის გრიჟა, სისხლჩაქცევა, პარალიზაცია, მგრძნობელობის დაკარგვა და ნერვული დაბოლოებების დაზიანება. გამოცდილმა ასაკოვანმა ექიმმა ქალბატონის გამოჯანმრთელება შეაფასა, როგორც დიდი სასწაული - შვილი, ეს მხოლოდ უფალს უნდა უმადლოდე. ეს არ იყო სამედიცინო დახმარების შედეგი. ასეთი დიაგნოზით მხოლოდ 1% რჩება ცოცხალი, სრულ გამოჯანმრთელებაზე კი საუბარიც არ არის! მგრძნობელობის აღდგენა და უფრო მეტიც - სიარული - აუხსნელი ფაქტია! ქ-ნი რიმა ცნობილი ადამიანი გახდა. ექიმები გაოგნებული უყურებდნენ ხან სამედიცინო ისტორიას, ხან რიმას, მერე ისევ ისტორიას, ისევ რიმას... ვერ იჯერებდნენ მომხდარს. დიდება უფალს! წმ. მამაო გაბრიელ, გმადლობთ შენ! რომ არ მიგვატოვე! კვლავაც მეოხ გვეყავ უფლის წინაშე!
მღვდელ-მონოზონი სილუანე (იაროსლავცევი). მილანი, იტალია 2020 წ. 15 თებერვალი |
||
|
|
||