|
||
|
||
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიზმარი
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა ამინ!
* * *
ერთ დროსა და ჟამსა იყო განსვენებული ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი წმიდა ქალაქსა იუდეველებისა, მთასა ზედა გალილიასა. ამ ჟამს მოვიდა უფალი იესო ქრისტე ძე ღვთისა და რქვა მან: ”ჰოი, დედაო ჩემო, საყვარელო, ყოვლად წმიდაო მარიამ, განსვენებულ ხარ, თუ რას აკეთებ?” ამ ჟამს გამოეღვიძა ყოვლად წმიდა ღვთისმშობელს და რქვა მან: “სიზმარი ვნახე, რომ შენ ჯვარს გაცვეს და გაწამებდნენ სასტიკად!” ქრისტემ უთხრა: “წმიდა მარიამ, შენი სიზმარი სასწაულია და ყველაფერი ახდება. ვინც ამ სიზმარს თან იქონიებს და შეინახავს, და მოუყვება თავის დედას, მათი სახლი განთავისუფლდება უბედურებისაგან და ტანჯვისგან, და თუ ამ სიზმარს ყოველ ხუთშაბათს სამჯერ წაიკითხავთ, განთავისუფლდებით ყველა უბედურებისაგან.” მეორეჯერ გოლგოთას მთაზე ჰკითხა ქრისტემ თავის დედას. წმიდა მარიამმა უთხრა: “ჩემო ძვირფასო შვილო, სიზმარი ვნახე, ვითომ შენ გაწამებდნენ, თავზე ეკლის დაწნილი გვირგვინი დაგადგეს. თავი და ტანი სულ სისხლით იყო შეღებილი.” ამ დროს ქრისტემ უპასუხა: “შენი სიზმარი სასწაულია, ჭეშმარიტია და ყველაფერი ახდება. ამ სიზმარს ვინც დაატარებს და უამბობს თავის დედას და არ დაავიწყდება ისინი განთავისუფლდებიან ყველა უბედურებისაგან და თქვენს სახლში ეშმაკი არ შევა”. მესამედ წმიდა მარიამი და იესო ქრისტე, როცა მიდიოდნენ იერუსალიმში, გოლგოთას მთაზე, მესამედ ჰკითხა თავის დედას: “დედა, რა ნახე შენ სიზმარში, მიამბე.” წმიდა მარიამმა უთხრა: “ძვირფასო შვილო, იესო ქრისტე, სიზმარში ვნახე, რომ შენს ტანს აწამებდნენ, შენი ტანჯვის დროს მთვარე დაბნელდა და მზე წითლად შეიღება, მიწა და ცა იმ წუთიდან შეერთდა და ფარდა ჩამოეფარა. ამ დროს მოვიდა იოსები და ჯვარიდან შენი ტანი ჩამოხსნა, დასდო ხეზე და საფლავში დაგმარხა; სამი დღის შემდეგ ჯოჯოხეთის კარები გატეხეს და ადამი და ევა გამოვიდნენ.” ამის შემდეგ იესო ქრისტემ უპასუხა: “ჩემო ძვირფასო დედა, ღვთისმშობელო, შენს სიზმარს ვინც შეინახავს და თან ატარებს, მის სახლში არ შევა ეშმაკი და წმიდა ანგელოზი იქნება მისი ოჯახის მფარველი; ვინც გზაზე წავა, თუ ამ სიზმარს თან იქონიებს, მიიღებს დიდ სიხარულს, ღმერთი კეთილ გზას მისცემს, გადარჩებით ავი სიკვდილისაგან;”
ეს სიზმარი დაწერილია ქალაქ იერუსალიმში, იესო ქრისტეს სახლში.
ილოცეთ სულისათვის და განთავისუფლებული იქნებით ათასნაირი წვალებისაგან. ეს სიზმარი ვისთანაც გინდა იყვეს, ის იქნება განთავისუფლებული ყოველგვარი უბედურებისაგან. ამ სიზმარს ვინც არ ირწმუნებს, ის იქნება დასჯილი. სულ ერთმანეთის ლანძღვაში იქნებიან: მეფე მეფესთან, მამა შვილთან! მკვლელობა იქნება, მეხით და ცეცხლით აღმოხდებათ სული და მოკვდებიან. "ღვთისმშობელო, შენ იყავ ყველას მფარველი, გაანთავისუფლე გზა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი”.
ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა გიხაროდენ მომადლებულო ყოვლად მოწყალეო დედაო, მეოხო ქრისტეანეთაო, შენდამი იხარებენ ანგელოზნი, გმსახურებენ მთავარანგელოზნი; გიხაროდენ მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, კვერთხო ბრმათა, შემწეო და შუამდგომელო მონათა და მხევალთა შენთა; გიხაროდენ ტრაპეზო წმიდისა, განსასვენებელო მაღლისაო; გიხაროდენ პალატო მშვენიერო მეუფეთაო; გიხაროდენ საკმეველო ოქროსაო შემოქმედის შენისაო; გიხაროდენ მარიამ ოქროქსოვილო სვეტო; გიხაროდენ მზისა ჯვარის შემამცურვებელო ზეციერისა ტახტისაო, ქალწულო წმიდაო და უბიწოვო, დამიფარე საფარველითა შენითა მლოცველო მქონებელო ლოცვისა ამის წმიდისა ხელთა შენთა შევევედრები სულსა ჩემსა, ღირსი მყავი მე აღსრულებად სიმართლისა ჩემისა, რათა შევიდე სასუფეველსა ცათასა სიტყვისაებრ უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჰოი, მარიამ ყოვლადწმიდაო ქალწულო და დედოფალო, უბიწოვო სვეტო და სიმტკიცეო სარწმუნოებისაო. გიხაროდენ სძალო უსძლოვო; გიხაროდენ დედაო უქორწინებელო და უბიწოვო, რომელსა გეტვირთა ყოვლადწმიდისა მკლავსა შენსა ზედა მტვირთველი სოფლისა. მეყავ შემწედ, შუამდგომელ მონასა შენსა, დამიცევ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისასა ყოველთა მავნებელთაგან. მომანიჭე მე სიგრძე ჟამთა და განაგრძე ცხოვრება ჩემი, ვითარცა ოდესმე ეზეკიელისა აღმავსებელსა ქვეყნიერისა კეთილითა პატივად და დიდებად შენისა წმიდისა სახელისა. გიგალობ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ჰოი, დედოფალო ანგელოსთაო და უფალო უფლებათაო; გიხაროდენ უფალი შენთანაა, წმიდაო წმიდათაო ქერაბიმ-სერაბიმთაო. გიხაროდენ კიდობანო ოქროსაო, მტვირთველო მანანისაო; გიხაროდენ ქალწულო წმიდაო შემწეო ცოდვილთაო; გიხაროდენ მოწამეთა და მამათა ყვავილო; ჰოი, მარიამ ქალწულო, ყოველთა წმიდაო და მფარველო ზეცისა ღირებულთაო, რომლისაგან ქრისტე ღმერთი ჩვენი განხორციელდა. შემეწიე მე, მონასა შენსა, შენ შემჭურვე მე ძალითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა ძისა შენისა და დამადგინე მე გზასა ჭეშმარიტებისასა. ჰოი, წმიდაო ანგელოზნო და მთავარანგელოზნო და მცველნო სულისა ჩემისაო, ანგელოზნო და მთავარანგელოზნო მიხეილ და გაბრიელ შემეწიეთ მე ცოდვილსა. ყოვლად წმიდაო ყრმაო ღვთისმშობელო დედოფალო ჩემო, მზეო სიმართლისაო და დიდებისაო და ყოვლადსახიერო, უმაღლესო ცათაო და უბრწყინვალესო მზისაო. უპატიოსნესო ქერაბიმთაო და აღმატებულო უზესთაესო სერაბიმთაო, წინაპართა სასოებაო, მოციქულთა ქადაგებულო, წინასწარმეტყველთა დიდებაო. და ყოველთა მოწამეთა და ღირსთა და მართალთა სიხარულო; აბრაამ, ისააკ და იაკობის მხიარულებაო და გედეონის ცვარმომასხურებელო, მოსე, აარონ და ყოველთა წმიდათა შვენებაო, საკმეველო ოქროსაო, სასანთლეო ბრწყინვალეო, ტაკუკო ოქროსაო, მანანათა ზეცისთავო, კიდობანო საღმრთოისა სულისაო, ყოვლად საგალობელო, დედოფალო ჩემო, უწმინდესო ტრაპეზო, ნუგეშინისმცემელო მგლოვიარეთაო, წმიდაო სახელოვანო ქრისტეანეთა წინამძღვარო, ყოვლადწმიდაო ყრმაო; მაყვალო შეუწევნელო; უვრცელესო და დაუტევნელო და კვერთხო აარონისა აყვავებულო, ჭეშმარიტად კვერთხად გამოჩნდი შენ და ყვავილი ძე შენი იესო ქრისტე მხსნელი ჩვენი, მეუფე და შემოქმედი, ზეცისა მპყრობელი და ქველისმოქმედი. შენ ხორცითა გვიშევ ღმერთი და სიტყვა, უწინარეს შობისა ქალწულო და შემდგომად შობისაც ქალწულო, კლიტენი ქალწულობისა შენისანი უვნებლად დაიცვა ქრისტემან ჩემმა შემოქმედმან, რომელიც უთესლოდ განხორციელდა გვერდისაგან შენისა ქალწულო, შემარიგებელო ჩვენო ღმერთთან. შენ ხარ შემწე უმწეოთა და ცოდვილთა, შენ ხარ ღელვა გვემულთა, ნავსაყუდელი და ნუგეში ყოველთა დახშულთა, განმათავისუფლებელო, ობოლთა მფარველო და ტყვეთა გამომხსნელო, სნეულთა მკურნალო და ცხოვრებაო მონაზონთა, სიმტკიცე და სასოებაო ყოვლისა სოფლისაო, შენ ქვრივთა მცველო და მფარველო ქალწულთა, სიქადულო და გვირგვინო მშვენიერებისაო, ყრმაო წმიდა მეუფისაო, მშობელო დედოფალო ჩემო, ფრთეთა შენთა ქვეშე დამიფარე და დამიცევ მე, რათა არა იქადოდეს ჩემზედა სატანა წამრწყმედელი კაცთა ნათესავისა, ჩემზედა ბოროტგანმზრახველი მტერი ჩემი ნუ ჩემზედა, შემიწყალე მე გლახაკი და უბადრუკი, რომელმან განვარისხე ურიცხვითა სიბოროტითა ჩემითა შემოქმედი, დამბადებელი ჩემი, მსაჯული და ღმერთი ყოველთა. შენ ხარ მისალტოლველი, საფარველსა შენსა ქვეშე მოვილტვი და შეგივრდები ყოვლად საგალობელო, მონისაებრ გიღაღადებ შენ, დედოფალო ჩემო მრავლითა ცრემლითა, რათა ტკბილმან იესომან ცხოვრების მომცემელმან, ჩემთა მრავლით ცოდვათათვის არა მომკვეთოს მე უღირსი და განუმზადებელი მონა შენი. არამედ გევედრები შენ, ყოვლად წმიდაო დედოფალო, რათა მომიძღვე ქრისტესთანა და ღირს მყოს სასძლოსა მართალსა, სადა არა არს ცრემლი, მწუხარება, ურვა, არცა სასჯელი და იწროება, არამედ სიხარული დაუსრულებელი და ცხოვრება საუკუნო და ნათელი უსაზღვრო, შეერთება ანგელოზთა თანა, ღირს მყავ დედოფალო მდაბალი მონა შენი, რათა ვიხსნე მე ცოდვათა და ვნებათაგან და აღავსენ ბაგენნი და ენა ჩემი, რათა გაქებდე და გიგალობდე სულითა სიხარულითა და გულითა მხურვალითა ანგელოზებრივითა ვითარცა გაბრიელ გიღაღადა. გიხაროდენ ბრწყინვალებაო ღვთისა და ნათელის სიტკბოებაო; გიხაროდენ სიხარულევანო დედოფალო; გიხაროდენ უნეტარესო დედათა შორის ქალწულო; გიხაროდენ ყოველთა ნათელის მშობელო; გიხაროდენ აღმომაბრწყინებელო ნათელისა სამართლისაო; გიხაროდენ დედოფალო უმაღლესო ყოველთაო; გიხაროდენ მშვიდობაო, სიხარულო და ცხოვრებაო ყოვლისა სოფლისაო; გიხაროდენ მხიარულებაო ყოველთაო; გიხაროდენ წინასწარმეტყველთაგან მოსწავებულო; გიხაროდენ მოციქულთა სიქადულო, მოწამეთა სიხარულო; გიხაროდენ ღირსთა და მოთმინეთა გვირგვინო და მონაზონთაო; გიხაროდენ საგალობელო; გიხაროდენ სიხარულევანო, მღვდელმთავარათა მშვენიერებაო; გიხაროდენ მგალობელთა და მთხოვნელთა ყოველთა მეტყველებაო; გიხაროდენ გამომხსნელო ჩვენო; გიხაროდენ სიტკბოებაო და შიშისაგან მშვენიერება დაბადებულთაო; გიხაროდენ ნავსაყუდელო და დამხსნელო ღელვა-გვემულთაო; გიხაროდენ წყაროვო სიმტკიცისაო; გიხაროდენ სიქადულო მონათა შენთა მდაბალთაო; გიხაროდენ მოსალტოლველო ცოდვილთა, ყოვლისა სოფლისა დიდებაო; გიხაროდენ ყოვლად საგალობელო, მფარველო და შუამდგომელო; გიხაროდენ მეუფისა მშობელო და გვირგვინო მორწმუნეთა მეფეთა; გიხაროდენ დიდებაო და სიხარულო მღვდელთაო; გიხაროდენ სამოთხეთა ბჭეთა გამღებელო; გიხაროდენ სიხარულისა მომნიჭებელო; გიხაროდენ ედემის დამხსნელო მწუხარებისაო; გიხაროდენ კლიტეო ზეციური სამეუფეთაო; გიხაროდენ დედაო ქრისტე ღვთისა ჩემისაო; გიხაროდენ რომელმაც მუცლად იღე მოკვდავთა ნუგეში; გიხაროდენ დაუტევნელისა დამტევნელო; გიხაროდენ სძითა მზრდელო ქრისტესო ცხოვრებისა მომცემელისა და ყოვლად სახიერისა ღვთისაო; გიხაროდენ მონათა შენთა მდაბალთაო; გიხაროდენ წყაროვო სიმტკიცისაო; გიხაროდენ მოსალტოველთა ცოდვილთა ყოვლისა სოფლისა დიდებაო; გიხაროდენ ყოვლად საგალობელო მფარველო და შუამდგომელო; გიხაროდენ მეუფისა მშობელო და გვირგვინო მორწმუნეთა მეუფეთაო; გიხაროდენ დიდებაო და სიხარულო.
წიგნსა ამას შინა ცხოველთა მომეც მე კეთილი აღსასრული უფალო, ცვარი მადლსა შენისა და მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე ამინ.
* * *
ესე ლოცვა იპოვნეს გეთსიმანიის ბაღში ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის საფლავში და ვისაც აქვს თანა და მუდამ ლოცულობს, ანუ ატარებს მას, არ შეეშინდება, სიკვდილის წინა დაცული იქნება ყოველნაირი მავნესა და ბოროტისაგან, სნეულს თუ წაუკითხავ, განიკურნება. ვინც მარად იკითხავს მას სიკვდილის წინ სამი დღით ადრე გამოეცხადება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. |
||
|