წმ. ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებელისა და სალოსის წმ. ნაწილები დაბრძანებულია სამთავროს დედათა
მონასტრის ფერიცვალების ეკლესიაში, ქ. მცხეთაში. მონასტრის მოლოცვა შესაძლებელია ყოველ დღე დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
2012 წ. 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.
2014 წ. 22 თებერვალს გაიხსნა წმ. მამა გაბრიელის საფლავი. წმინდა ნაწილები სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერიცვალების ტაძრიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მიბრძანდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, რომელმაც წმინდა ნაწილები მოილოცა.
2014 წ. 24 თებერვალს წმ. მამა გაბრიელის ნეშტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მრევლს საშუალება ჰქონდა მოელოცა წმინდა ნაწილები.
2014 წ. 1 აპრილიდან წმ. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ეკლესიაში.
ტროპარი
ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი
მიუწვდომელ არს მოწყალებაჲ მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაჲ განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაჲ განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაჲ თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.
სამთავროს დედათა მონასტრის მუზეუმი
სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე გაიხსნა მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია სიწმიდეები, მრავალი უნიკალური ექსპონატი, ფოტომასალა და არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთები. მუზეუმია ღიაა ყოველდღე, 10:00-დან - 19:00 სთ-მდე.
წმ. გაბრიელ ბერის მირონმდინარე ხატის ჩაბრძანება უკრაინაში
წმ. გაბრიელ ბერის მირონმდინარე ხატის ჩაბრძანება ქ. როვნოში, უკრაინა
2016 წ. 9 აგვისტოს, მოსკოვის ისტორიული პარკის საგამოფენო დარბაზში, შედგა ქართველი რეჟისორის კონსტანტინე ცერცვაძის რუსულენოვანი დოკუმენტური ფილმის „ბერის დიადემა“-ს პრემიერა. კონსტანტინე ცერცვაძე, აგრეთვე გახლავთ ამავე სახელწოდების წიგნის რუსულენოვანი გამოცემის მთარგმნელი. წიგნის ავტორი - მონოზონი ეფემია (მშვენიერაძე).
უკრაინის სასულიერო პირთა და მრევლის თხოვნით, სამგორში, საეკლესიო მაღაზიაში არსებული წმ. გაბრიელ ბერის მირონმდენი ხატი რამოდენიმე თვით გადააბრძანეს უკრაინაში.
წმ. ღირსი მამა გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი
«ჩემი ჯვარი სრულიად საქართველო და ნახევარი რუსეთია»
2014 წ. 25 დეკემბერს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით წმ. გაბრიელ ბერის ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი, როგორც დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. წმინდანის ხსენების დღე დამატებულია რუსეთის საეკლესიო კალენდარში.
წმ. გაბრიელ ბერის წმიდა ნაწილების გადასვენება
29 ნოემბერი, 2015
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სამთავროს მონასტრის ფერიცვალების ტაძარში აღავლინა საღმრთო ლიტურგია, რომლის შემდეგაც ტაძარში შეკრებილთ ტრადიციული ქადაგებით მიმართა და ისაუბრა წმ.გაბრიელ ბერის ღვაწლზე.
ქადაგების დასრულებისას ტაძარში შესრულდა პარაკლისი, რომლის შემდეგაც წმ. მამა გაბრიელის აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები ლუსკუმით შეაბრძანეს საკურთხეველში, შემდეგ კი დააბრძანეს მისთვის განკუთვნილ ქვის ახალ განსასვენებელში. წირვას აგრეთვე ესწრებოდნენ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსი ლუკა, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის ვახტანგი, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იოანე, აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი, წმ. მამა გაბრიელის სულიერი შვილები, მრავალრიცხოვანი მრევლი და სტუმრები.
უფლისმიერი სასწაული!
2015 წ. 20 ოქტომბერს, სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ეკლესიაში, სადაც წმ.გაბრიელის ბერის ლუსკუმა
უნდა გადააბრძანონ, ახლადჩასხმულ ცემენტზე სასწაულებრივად გამოისახა წმინდანის გამოსახულება. მონასტერში მიბრძანდა სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარიქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ფაქტს უდიდესი სასწაული უწოდა.
2015 წ. 2 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღნიშნა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე. სამთავროს დედათა მონასტერში წირვა აღავლინა აგარაკ-წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა. მეუფე გრიგოლის წინამძღვრობით წმინდა გაბრიელის სახლში მიაბრძანეს სპეციალურად ამ დღისათვის დაწერილი წმინდა გაბრიელის ხატი და სალიტანიო ანჩისხატი, რის შემდეგაც მომლოცველებთან ერთად მსვლელობა გაიმართა წმ. მამა გაბრიელის სახელობის მოედანზე, სადაც 2014 წლის 2 ნოემბერს საფუძველი ჩაეყარა წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესიას. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე, ნავთლუღი-ისანის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი და ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია. სრულად...
~ 2015 წელი ~
უფლისმიერი სასწაული!
სამგორის მეტროსთან წმ. მამა გაბრიელის ხატიდან დაიწყო ძლიერი კეთილსურნელოვანი მირონდენა!!!
უფალმა ახალი სასწაული მოუვლინა მორწმუნეებს! ნავთლუღში, სამგორის მეტროსთან, საეკლესიო მაღაზიაში წმ. მამა გაბრიელის ხატს დაეწყო ძლიერი მირონდნა, რომელსაც თან ახლავს საოცარი კეთილსურნელება!
2015 იანვარში ქალბატონ ნარგიზა ხანთაძეს (შემდგომში დედა სარა) აჩუქეს წმ. მამა გაბრიელის ხატი, რომელიც დააბრძანა საეკლესიო მაღაზიაში (მეტრო სამგორთან), სადაც თვითონვე მუშაობს გამყიდვლად. იმავე თვეს ქალბატონმა ნარგიზამ ხატზე შენიშნა ზეთისმაგვარი სითხის წვეთები. თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ ხატს ზეთიანი ხელით შეეხნენ, მაგრამ ქალბატონი ნარგიზა დარწმუნებული იყო, რომ ხატს ჭუჭყიანი ხელით ვერავინ შეეხებოდა, რადგან მაღაზიაში საგულდაგულოდ იცავს სისუფთავეს და საეკლესიო სიწმინდეებს დიდი პატივისცემით ეპყრობა. იმ დროს მაღაზიაში იმყოფებოდა ბალტიისპირეთიდან ჩამოსული მონაზონი ირინა, რომელმაც ქალბატონ ნარგიზას დაბეჯითებით განუცხადა, რომ ეს არ იყო რაიმე ზეთი ან ჩვეულებრივი სითხე, არამედ უფლისგან მომადლებული მირონი, რომელიც ხატიდან მოედინებოდა. მას შემდეგ სასწაულთმოქმედი ხატი დაბრძანებულია მცირე ლანგარზე, რომელზეც გროვდება მირონი. მირონდენას თან ახლავს ძლიერი კეთილსურნელება.
მირონცხების შედეგად უკვე რამოდენიმე სასწაულებრივი კურნება აღესრულა.
ქალბატონ ნარგიზა ხანთაძეს ქალიშვილს - ფატის, რომელიც მესამე ბავშვზეა ფეხმძიმედ, ექიმებმა დაუდგინეს ჩიყვი და დაუნიშნეს მკურნალობა, თუმც, მირონცხების შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდა, რაც დადასტურდა სისხლის და ექოსკოპიური გამოკვლევების შედეგად. ექიმები ძალიან გააკვირვა სასწაულებრივმა განკურნებამ.
4 ქალბატონი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ უნაყოფოები, ხატის მოლოცვის და მირონცხების შემდეგ დაფეხმძიმდნენ.
ერთ-ერთი მომლოცველი - ქალბატონი ქეთევანი მძიმედ იყო დაავადებული. გამოკვლევების შედეგად ექიმებმა მას დაუდგინეს თავის ტვინის სიმსივნე. 1 თვის განმავლობაში მირონცხების შედეგად სასწაულებრივად განიკურნა.
5 წლის წინ ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა სცადა თვითმკვლელობა. საბედნიეროდ, ჭრილობა არ აღმოჩნდა სასიკვდილო, თუმც პიროვნება დარჩა პარალიზებული. მირონცხების შემდეგ ხელ-ფეხი აუმოძრავდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უკეთესდება.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ფსიქიურად დაავადდა. წაერთვა მეტყველების უნარი და ირგვლივ ყველაფერს ისროდა და ამტვრევდა. დაიწყო უაზროდ სირბილი. მირონცხების შემდეგ დამშვიდდა და აღარ გარბის. როდესაც მანქანით მოყავთ საეკლესიო მაღაზიასთან, ქალბატონი ნარგიზა მას შუბლზე მირონს ცხებს, რა დროსაც მშვიდადაა. მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესთება.
მირონმდენი ხატის მოსალოცად ხშირად მოდის უსინათლო მამაკაცი, რომელიც მეტროში სიმღერით არჩენს ოჯახს. მირონცხების შემდეგ მას მცირედით უბრუნდება მხედველობა და საოცრად გახარებულია.
ქალბატონმა ნარგიზამ ხატიდან გადმოსული მირონი გაუგზავნა უკრაინაში მოღვაწე მამა დიმიტრის, რომლის განცხადებით უკრაინაში მირონით უკვე რამოდენიმე სასწაული აღესრულა.
2012 წ. 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.
2014 წ. 22 თებერვალს გაიხსნა წმ. მამა გაბრიელის საფლავი. წმინდა ნაწილები სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერიცვალების ტაძრიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მიბრძანდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, რომელმაც წმინდა ნაწილები მოილოცა.
2014 წ. 24 თებერვალს წმ. მამა გაბრიელის ნეშტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მრევლს საშუალება ჰქონდა მოელოცა წმინდა ნაწილები.
2014 წ. 1 აპრილიდან წმ. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ეკლესიაში.
სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი) და მონასტრის დედები
2012 წლის 7(20) დეკემბრის წმინდა სინოდის განჩინება (სრული ტექსტი)
წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. სხდომის დასაწყისში წაკითხულ იქნა წმინდა ამბროსი მედიოლანელის ლოცვა: “შენ, ღმერთსა, გაქებთ!” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის სიტყვაში მიმოიხილა ეკლესიის მდგომარეობა მისი აღსაყდრებიდან დღემდე. მან აღნიშნა, რომ თუ არა ღვთის წყალობა და შეწევნა, ძნელი იქნებოდა ამ ურთულესი პერიოდის გადალახვა, არ მოხდებოდა მრავალი ეკლესიისა და მონასტრის აშენება-რესტავრაცია, რომელთა შორის გვირგვინია ყოვლადწმინდა სამების ტაძარი. კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვის შემდგომ წმინდა სინოდის სხდომაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: I. კომუნისტური რეჟიმის დროს სასულიერო პირთა და სარწმუნოებისათვის წამებულ ერისკაცთა ცხოვრების შესწავლა მათი შემდგომი კანონიზაციისათვის; წმინდა სინოდმა დაადგინა: დაევალოს კანონიზაციის კომისიას ცალკეული პირების ცხოვრების შესწავლა და მათი კანონიზირების საკითხის წარმოდგენა წმინდა სინოდის წინაშე; II. მრავალი ადამიანია მომსწრე არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი და მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულების. მათ მიმართეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არქიმანდრიტ გაბრიელის კანონიზაციის საკითხზე. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: 1. წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნას წმინდანად და ეწოდოს - ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი; 2. გაიხსნას მისი საფლავი და გადასვენებულ იქნას სამთავროს ტაძარში. დაიწეროს მისი ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი. 3. ხსენების დღედ დაწესდეს მისი გარდაცვალების დღე - 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი). III. წმინდა სინოდში საზოგადოებიდან შემოვიდა XIX-XX ს.ს. მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირის ცხოვრების ამსახველი მასალა და თხოვნა, მათი კანონიზაციის საკითხის განხილვისა. წმიდა სინოდმა დაადგინა: კანონიზაცისს კომისიას დაევალოს შესაბამისი მასალის შესწავლა და დასკვნის წარდგენა წმ. სინოდის განსახილველად. IV. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დასვა საკითხი, განათლების ცენტრის მუშაობის შესახებ. განათლების ცენტრის თავმჯდომარის, მიტროპოლიტ იოანეს მოკლე მოხსენების შემდეგ წმინდა სინოდმა დაადგინა: განათლების ცენტრმა სისტემატურად მიაწოდოს სრული ინფორმაცია კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს განათლების სისტემაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. V. წმინდა სინოდმა იმსჯელა ქართველოლოგიის დღევანდელ მდგომარეობაზე უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში. მდგომარეობა მიჩნეულ იქნა არასახარბიელოდ. წმინდა სინოდმა დაადგინა: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში შეიქმნას ცენტრი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიასთან, ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა სასწავლებლებთან ერთად იმუშავებს, რათა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში და დაწესებულებებში ჩამოყალიბდეს ქართველოლოგიური ცენტრები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ისტორიასთან და მეცნიერების სხვა, ჩვენთვის მნიშვნელოვან, დარგებთან დაკავშირებული საკითხების ობიექტურ წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით. VI. წმინდა სინოდმა თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს და ერთხმად დაადგინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის დაბადების 80 წლისთავსა და აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის დაჯილდოვდეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი: წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.